თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის პოსტზე კენჭს იყრის

556

თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში თიანეთის მერის პოსტზე კენჭს იყრის. ამის შესახებ თამაზ მეჭიაური „ფეისბუქში“ წერს.

„თიანეთის მოსახლეობის დიდ ნაწილთან კონსულტაციების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია, მონაწილეობას ვიღებ თიანეთის მერის არჩევნებში! მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც სურს ჩემი მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური, ისე სხვა ნებისმიერი, მათ შორის ფინანსური სახით!“- წერს მეჭიაური და საარჩევნო შტაბის მისამართს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები დაასახელა. თიანეთში მმართველი პარტიიდან კენჭს ლევან წიკლაური იყრის.