სოფელ ფრეზეთში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 300 ოჯახის სასმელი წყლით მომარაგების მდგომარეობა გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. სასმელი წყლის ჭაბურღილისა და სისტემების მშენებლობა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ინიციატივით, ა(ა)იპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით, აშშ-ის ევროპული მთავარსარდლობისა და აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 403 000 აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. სოფელ...
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, შიდა ქართლში დღეიდან სრულად კოვიდის მართვის რეჟიმზე გადავიდა კიდევ ერთი კლინიკა - ,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფო. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება გასული წლის ოქტომბრიდან კოვიდკლინიკის დატვირთვით ფუნქციონირებდა, აპრილიდან კი ჩვეულ რეჟიმს - მრავალპროფილურ სერვისებს დაუბრუნდა. რეგიონის სამედიცინო სექტორში კოვიდის მართვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და რესურსებს შიდა ქართლის გუბერნატორი გაეცნო. „ინფიცირების შემთხვევათა მნიშვნელოვნად მატების ფონზე საჭირო გახდა რეგიონში დამატებითი...
საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ე.წ. „უწყება“ ეხმიანება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. „საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა ნასამართლევია აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულისათვის და სასჯელს იხდის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. მისი ვადაზე...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს 2021 წლის 5 აგვისტოს 9:00 საათიდან 22:00 საათამდე (13 საათით), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე არსებულ სადგურ ჭალადიდში მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოებას, ასევე სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტობეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებას. „კონკრეტულ შემთხვევაში სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანია, დაბა ასპინძისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების: იდუმალას, ოშორას და ოთას წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბა ასპინძაში არსებული სათავე ნაგებობა და რეზერვუარები საჭიროებს რეაბილიტაციას. მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო დიდია წყლის დანაკარგი. რაც შეეხება, იდულას, ოშორასა და ოთას, აღნიშნულ სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება არსებული სათავე ნაგებობა და რეზერვუარები....
მეგობრობის გამზირზე წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს ფასადებზე ხარაჩოების მოწყობა. "პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს იერსახეზე, არქიტექტურულ ნაწილზე მუშაობა, როგორი სახის იქნება და შესაბამისად, რომ შეირჩევა საბოლოო ვარიანტი იერსახის მერე უკვე უფრო დეტალურად გამოქვეყნდება ბანერები", - აცხადებს ზაზაძე. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში, რუსთავში მეგობრობის გამზირისა და მუნიციპალიტეტის...
საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, მოვუწოდოთ დროულად გაიარონ საარჩევნო ადმინისტრაციაში (ცესკო-სა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში) რეგისტრაცია/აკრედიტაცია, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა. როგორც ცესკო-ში განმარტეს, გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. „საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად პერიოდულად იგეგმება ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში სხდომების გამართვა მიმდინარე...
რუსთავში ბოსტან-ქალაქის ქუჩაზე შიდა ეზოები კეთილმოეწყობა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, შიდა ეზოების მოწყობა იგეგმება შემდეგ მისამართებზე: #5, 5ა, 5ბ, 5გ, 7. რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ზაზა ზაზაძის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე სისტემა და მოწესრიგდება ასფალტის საფარი. პროექტის პირველადი ღირებულება 359 978 ლარია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 60 კალენდარული დღე ექნება. ელექტრონულ...
თელავში ,,ბალიხიდის” ხევის მე-19 საუკუნის თიხის წყლის მილები აღმოაჩინეს, რომელიც თელავის ისტორიულ მუზეუმს გადაეცა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ისტორიკოს თენგიზ სიმაშვილის თქმით, თელავი უძველესი დროიდან ცნობილი იყო თავისი საუცხოო წყაროებითა და ბუნებრივი წყლებით. თელავის მოსახლეობა კი ამ წყლებს იყენებდა სასმელად. სწორედ ამ აღმოჩენილი თიხის მილებით გამოყავდათ თელავის შემოგარენიდან წყალი. მე-19 საუკუნის თიხის მილები ისტორიკოსმა თავად აღმოაჩინა. “თიხის მილები, რომელიც მე ჩამოვიტანე...
video
ბათუმში სულაბერიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ამ ეტაპზე, ბაგრატიონისა და გურამიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში გრუნტი იცვლება და სანიაღვრე სისტემა მონტაჟდება. ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება, რომელიც ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ფილების ნაცვლად ასფალტის საფარის დაგებაა დაგეგმილი. სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში, წითელსოფელში, ხიხანში, ახლომაჰმუდლუში, წერეთელში, თამარისსა და ახალ დიოკნისში საბავშვო მოედნების მოწყობა იგეგმება. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ სოფლებში ატრაქციონები, სკამები, საქანელები და განათება მოეწყობა. აღსანიშნავია რომ მოედნების მოსაწყობად საერთო ჯამში 150 000 ლარი გამოიყო. 110 000 ლარი სკვერებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან, ხოლო 40 000 ლარი მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო.
video
ქედის მუნიციპალიტეტში მოპოვებული უძველესი ყოფის ამსახველი არქეოლოგიური, თუ ეთნოგრაფიული მასალები ისეთ საგამოფენო სივრცეში ინახება, სადაც წვიმის დროს წყალი ჩადის. მეტიც იქ არსებული ექსპონატებისთვის სივრცე არასაკმარისია. ისტორიული მუზეუმი, რომ  წლებია სარეაბილიტაციოა ამას მერიაშიც ადასტურებენ. პრობლემის გადასაჭრელად  ქედის მერიამ  გასულ წელს თანხაც გამოყო, რეაბილიტაცია შარშან უნდა დაწყებულიყო. ერთი წლის შემდეგ კი სამუშაოები ჯერ კდიევ საწყის ეტაპზეა. უფრო მეტიც, ახლა ეს საკითხი...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის წყალმომარაგებისთვის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. „წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის წყალმომარაგებისთვის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. ამ დროისთვის, პატარძეულის მოსახლეობას წყალი...
4 000-ზე მეტი შემთხვევაა ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ რეალურად მეოთხე ტალღის პიკია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით 7 000-მდე საწოლია მობილიზებული. „4 000-ზე მეტი შემთხვევაა ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ რეალურად მეოთხე ტალღის პიკია. ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება. 7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული, დამატებითი კლინიკებიცაა...
10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში არსებული სამისამართო სისტემის ეფექტიანად განვითარების გზებზე ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ყველა დასახლებული პუნქტის მისამართების სრულყოფილი ბაზა. „ადამიანის იდენტობას, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად მისი საცხოვრებელი სახლის მისამართიც განსაზღვრავს. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობით სრულად დამისამართდება 2 700-მდე სოფელი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დასახლებულ...
მიწის რეგისტრაციის რეფორმის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე, იუსტიციის მინისტრმა, 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა. რატი ბრეგაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთების ერთი მესამედი რეგისტრაციას საჭიროებს. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება მოცემულ პერიოდში იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება". მინისტრის ინფორმაციით, ,,მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მიწის ფონდის რეგისტრაციის პროცესი სრულად დასრულდება, აიზომება...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ