რუსთავში ბოსტან-ქალაქის ქუჩაზე შიდა ეზოებს მოაწესრიგებენ

414

რუსთავში ბოსტან-ქალაქის ქუჩაზე შიდა ეზოები კეთილმოეწყობა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

შესაბამისი ელექტრონული ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, შიდა ეზოების მოწყობა იგეგმება შემდეგ მისამართებზე: #5, 5ა, 5ბ, 5გ, 7.

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ზაზა ზაზაძის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე სისტემა და მოწესრიგდება ასფალტის საფარი.

პროექტის პირველადი ღირებულება 359 978 ლარია.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 60 კალენდარული დღე ექნება.

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 24 აგვისტოს დასრულდება.