ქედის მუნიციპალიტეტში მოპოვებული უძველესი ყოფის ამსახველი არქეოლოგიური, თუ ეთნოგრაფიული მასალები ისეთ საგამოფენო სივრცეში ინახება, სადაც წვიმის დროს წყალი ჩადის. მეტიც იქ არსებული ექსპონატებისთვის სივრცე არასაკმარისია. ისტორიული მუზეუმი, რომ წლებია სარეაბილიტაციოა ამას მერიაშიც ადასტურებენ. პრობლემის გადასაჭრელად ქედის მერიამ გასულ წელს თანხაც გამოყო, რეაბილიტაცია შარშან უნდა დაწყებულიყო. ერთი წლის შემდეგ კი სამუშაოები ჯერ კდიევ საწყის ეტაპზეა. უფრო მეტიც, ახლა ეს საკითხი სასამართლო დავის საგანია. სად და რა ვითარებაში ინახება ექსპონატები, ვრცლად TV 25 -ის სიუჟეტში ნახავთ.
ქედის ისტრიულ მუზეუმის რეაბლიტაციის საკითხს სასამართლო განიხილავს. სასამართლოს, ტენდერში გამარჯვებულმა იმ კომპანიამ მიმართა, რომელმაც ქედის მერის მოადგილის ინფორმაციით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. როლანდ ბერიძე აქვე იმასაც დასძენს, რომ კომპანიამ სასამართლოს იმ დროს მიმართა, როდესაც მერიას შესყიდვების სააგენტოსთვის, აღნიშნული კომპანიის – შავ სიაში გადატანის თაობაზე უნდა მიემართა.
ოპოზიცია ქედის მერიას მუშაობას უწუნებს და აცხადებენ, რომ ეს ერთადერთი ობიექტი არ არის, სადაც სამუშაოები არასათანადოდ ხორციელდება.