მარნეულში 7 სკვერის მოწყობა იგეგმება

252

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში, წითელსოფელში, ხიხანში, ახლომაჰმუდლუში, წერეთელში, თამარისსა და ახალ დიოკნისში საბავშვო მოედნების მოწყობა იგეგმება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ სოფლებში ატრაქციონები, სკამები, საქანელები და განათება მოეწყობა.

აღსანიშნავია რომ მოედნების მოსაწყობად საერთო ჯამში 150 000 ლარი გამოიყო. 110 000 ლარი სკვერებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან, ხოლო 40 000 ლარი მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო.