ფესტივალების გაუქმებას რაც შეეხება, ნამდვილად დაგიდასტურებთ, რომ ეს ჩვენს რეკომენდაციებში იყო. კიდევ ბევრი რეკომენდაცია გვქონდა, მაგრამ ამას ღია ეთერში ვერ გეტყვით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭომ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეკომენდაციები გასცა. „საკმაოდ ბევრი რეკომენდაცია გვქონდა არამხოლოდ შეზღუდვებთან, არამედ აცრების გაფართოებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ჩვენი...
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების ფონზე, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება და მოქმედი რეგულაციების აღსრულების პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ არსებული შეზღუდვების მიუხედავად, ადგილი აქვს ისეთი აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამართვას, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, თუ სხვადასხვა სახის წვეულება, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი უწყებები მკაცრ რეაგირებას მოახდენენ. აღინიშნა, რომ კლინიკური სექტორის მაღალი დატვირთვის მიუხედავად,...
ქუთაისის მერიას, შესაძლოა, ახალდაქორწინებული ოჯახების  წახალისების პროგრამის გაუქმება მოუწიოს. ქვეპროგრამით, მისი შექმნიდან შვიდი თვის შემდეგაც, არავის უსარგებლია. არადა, სხვა მოლოდინი ჰქონდა მერიას. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. "იმედი გვქონდა ვინმე მოგვმართავდა, თუმცა,  დღემდე არავინ მოსულა.  წინ 5 თვე გვაქვს და შეუძლიათ მოვიდნენ, ჩვენ 500 ლარით ახალ შექმნილ ოჯახებს წავახალისებთ'', - ამბობს ფიქრია ხაჭაპურიძე. სოციალური სამსახური ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, თუ დარჩენილ ვადაში არც...
ქუთაისის ტორპედო იყიდება. ელექტრონული აუქციონების ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაცია 4 აგვისტოს გამოქვეყნდა. ობიექტის საწყისი ფასი 567 017 ლარია, ხოლო აუქციონი 19 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. რაც შეეხება საპრივატიზაციო პირობებს, მყიდველი ვალდებულია: შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ 100%-იანი წილის გადაცემიდან არაუგვიანეს 2021 წლის 31 აგვისტომდე, არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად, განახორციელოს 670 000.00-ლარის ინვესტიცია, ხოლო არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს...
კოვიდსასტუმროების მობილიზების ტემპი იმატებს. ჯანდაცვის სექტორი და სამინისტრო ასევე ალტერნატიულ გეგმაზეც მუშაობს, თუმცა საუბარი არ არის, რომ სადღაც საველე სივრცეში კარვები გაიშალოს, ეს ამბავი ნამდვილად არ იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საწოლების მობილიზების კუთხით რესურსი ჯერჯერობით ისევ არის. „კოვიდსასტუმროების მობილიზების ტემპი იმატებს. ჯანდაცვის სექტორი და სამინისტრო მუშაობს ასევე ალტერნატიული...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა ერთმნიშვნელოვნად ტურიზმს არ უკავშირდება. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე საშიშია დიდი თავშეყრები და წესების უგულებელყოფა. “ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერა დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას სრულად, ბევრი სხვა ფაქტორია. მთავარი „ბუსტერი“ არ არის ტურიზმი, მთავარი „ბუსტერი“ არის ქორწილი, დიდი თავშეყრა, სადაც 400-500 ადამიანი იყრის თავს, ეს არის...
ამ დროისთვის მობილიზებულია 6 886 საწოლი და დაკავებულია 6 219, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდგ განაცხადა. „მობილიზებულია 6 886 საწოლი, აქედან ჰოსპიტალში იმყოფება 6 219 პაციენტი, ხოლო რეანიმაციაში არის 269 პაციენტი, 28 ათასამდე ადამიანი მკურნალობს ბინაზე და ნაწილი რჩება კოვიდ-სასტუმროებშიც“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაისხნა. მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღში 60 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას. ამ დროისთვის 40 აღსაზრდელია ჩარიცხული. სოფელ სხვილისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 369 295 ლარი დაიხარჯა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შენობას დღემდე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. სამუშაოებისთვის თანხა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი მასობრივ ვაქცინაციაში აქტიურად ერთვებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას. მსურველები არჩევანს გააკეთებენ „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და...
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აცრების მსურველთა რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ტერიტორიული თემებში მერის წარმომადგენლებმა განცხადებები გაავრცელეს, წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი. იმ შემთხვევაში, თუ აცრების მსურველთა რაოდენობა 30-დან 50-მდე იქნება, ვაქცინებს ადგილზე ჩაიტანენ: ,,ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის საყურადღებოდ! კოვიდ 19-ის ვაქცინით აცრის მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვახვრელის ადმინისტრაციას. Tel: 598 85 82 58 ან 551 16 82 83'' -...
წინა სტატია თვითმმართველობის არჩევნებამდე, „გირჩი“ „ტესლას“ მარკის 20-მდე ავტომობილის გათამაშებას აპირებს. როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა, აღნიშნული ავტომობილების შეძენა იმ თანხიდან იგეგმება, რომელიც „გირჩს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო და რომელზეც პარტია უარს ამბობს. რაქვიაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას არ უნდა იღებდნენ. „მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პროცესის პროგნოზირება რთულია, ჩვენ ძალიან ბევრი ახალი პროექტი გვექნება. ჩვენ დავიწყეთ „ზუმდაზუმი“, რომელიც თანამედროვე ვერსიაა კარდაკარის პრინციპის...
გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სპორტული მოედნისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სივრცე ფეხბურთის ტურნირით - „გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2021“ გაიხსნა. ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად დაესწრო. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული მოედანი, დასასვენებელი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდა ღია...
ნიუ-იორკი პირველი ქალაქი გახდა აშშ-ში, სადაც რესტორნებში, სავარჯიშო დარბაზებსა და სხვა მსგავს ობიექტებში კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესვლა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ განაცხადა. ნიუ-იორკის მთავრობის პოლიტიკის მიხედვით, 13 სექტემბრიდან, მოქალაქეს სულ მცირე ერთი დოზა ვაქცინა მაინც უნდა ჰქონდეს გაკეთებული, რესტორნების და სხვა გასართობი დაწესებულებების სერვისებით სარგებლობა რომ შეძლოს. „დროა ადამიანებმა დაინახონ რომ ვაქცინაცია აუცილებელია ნორმალური,...
წინა სტატია რუსეთის მხრიდან დესტრუქციული გადაწყვეტილებები მოსალოდნელია, მაგრამ მე არ მგონია ამას დიდი პერსპექტივა ჰქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებას. მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯები ლოგიკურია, რადგან რუსეთს აღიზიანებს ყველა ის სიკეთე, რომელსაც საქართველო სთავაზობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ...
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას მხარი დაუჭირა. შეთანხმების თანახმად, ერთი ქვეყნის მოქალაქეებს არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე უფლება აქვთ, მეორე ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვონ. გარდა ამისა, რუსეთი დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, უფრო მარტივი გზით მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ შეთანხმება საშუალებას მისცემს რესპუბლიკის მოქალაქეებს, დამატებითი სოციალური...
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ორკოდაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდა შეუერთდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ძვირფასო თელაველებო, მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ჩემი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგების დატოვებას. თითოეულ თელაველს, ვინც მე პირადად მიცნობს ან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობას თვალყურს ადევნებს, კარგად მოეხსენება, რომ ჩემი საკრებულოში 4 წლიანი მუშაობის განმავლობაში, ყოველთვის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ