ახალციხეში 370 000 ლარად რეაბილიტირებული სხვილისის ბაღი გაიხსნა

455

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაისხნა.

მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღში 60 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.

ამ დროისთვის 40 აღსაზრდელია ჩარიცხული. სოფელ სხვილისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 369 295 ლარი დაიხარჯა.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შენობას დღემდე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.

სამუშაოებისთვის თანხა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.