კოვიდსასტუმროების მობილიზების ტემპი იმატებს. ჯანდაცვის სექტორი და სამინისტრო ასევე ალტერნატიულ გეგმაზეც მუშაობს, თუმცა საუბარი არ არის, რომ სადღაც საველე სივრცეში კარვები გაიშალოს, ეს ამბავი ნამდვილად არ იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საწოლების მობილიზების კუთხით რესურსი ჯერჯერობით ისევ არის.
„კოვიდსასტუმროების მობილიზების ტემპი იმატებს. ჯანდაცვის სექტორი და სამინისტრო მუშაობს ასევე ალტერნატიული გეგმაზეც, რისი დეტალებიც დაზუსტდება. არ არის საუბარი იმაზე, რომ სადღაც საველე სივრცეში კარვები გაიშალოს, ეს ამბავი ნამდვილად არ იქნება. რესურსი ჯერჯერობით საწოლების მობილიზების კუთხით კიდევ არის, დაახლოებით 8 000 საწოლია, რომელიც შეგვიძლია კოვიდის მიზნებისთვის გამოვიყენოთ. დამატებითი მობილიზება იქნება საწოლფონდის და ასევე სასტუმრო საწოლების“, – განაცხადა გაბუნიამ.