პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას მხარი დაუჭირა

524

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას მხარი დაუჭირა. შეთანხმების თანახმად, ერთი ქვეყნის მოქალაქეებს არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე უფლება აქვთ, მეორე ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვონ.

გარდა ამისა, რუსეთი დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, უფრო მარტივი გზით მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ შეთანხმება საშუალებას მისცემს რესპუბლიკის მოქალაქეებს, დამატებითი სოციალური გარანტიები იქონიონ.

დოკუმენტის მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლებების იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ.

დოკუმენტი ძალაში რატიფიცირების შემდეგ შევა.