გაბუნია: მობილიზებული 6 886 საწოლიდან 6 219 დაკავებულია

334

ამ დროისთვის მობილიზებულია 6 886 საწოლი და დაკავებულია 6 219, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდგ განაცხადა.

„მობილიზებულია 6 886 საწოლი, აქედან ჰოსპიტალში იმყოფება 6 219 პაციენტი, ხოლო რეანიმაციაში არის 269 პაციენტი, 28 ათასამდე ადამიანი მკურნალობს ბინაზე და ნაწილი რჩება კოვიდ-სასტუმროებშიც“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 44, ხოლო აჭარაში – 5.

სულ 6 ოქტომბრიდან – 4 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 998 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 622 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 334, პირი, აჭარაში – 4 433, იმერეთში – 3 139″, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.