სრული სისულელეა თუ ვინმე საუბრობს, რომ ეს არის მოსყიდვა. ჩვენ ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და დავპირდით მოსახლეობას, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე განცხადებას, რომ 300-მდე დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების 1 ლარად დაკანონება წინასაარჩევნო მოსყიდვაა. თბილისის მერის ინფორმაციით, დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა 2017 წლის დაპირებაა და 2000-ზე მეტი ოჯახი უკვე დააკმაყოფილეს. ,,როდესაც ნებართვებს გავცემთ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ ესეც მოსყიდვაა? ესეც...
სახალხო დამცველის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში 62 დასაქმებულის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდა. ომბუდსმენის ინფორმაციით, ამ პირთა უმეტესობამ ზეწოლის და გათავისუფლების მიზეზად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა. ომბუდსმენი მიუთითებს იმასაც, რომ რამდენიმე მათგანმა, ზეწოლის ფაქტის დადასტურების მიუხედავად, თავი შეიკავა და არ გამოთქვა თანხმობა სახალხო დამცველის აპარატს შეესწავლა მისი საქმე. სახალხო დამცველის განცხადებით, დაუშვებელია ადამიანთა დევნა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის ახლახან მიღებული წესი ისევ გადაიხედოს. აღნიშნულ საკითხზე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა და უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელია შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებული, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი კვლავ შეიცვალოს იმის გათვალისწინებით, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებენ. კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულმა წესმა პრაქტიკაში არ იმუშავა და იქვე აღნიშნა, რომ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“ წარადგინა. როგორც მან პლატფორმის პრეზენტაციისას განაცხადა „მესამე ძალა“ არის მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყანამ გაარღვიოს „ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე“ და იბრძოლოს ქვეყნის წინსვლისთვის. გიორგი ვაშაძემ, საზოგადოებას ის ადამიანები წარუდგინა, რომლებიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებთან ერთად მესამე ძალის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას: „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე; „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ხათუნა სამნიძე; „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე თამარ კეკენაძე; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში რიგი ცვლილებები შევიდეს. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ყველა პუნქტზე ექნება მსჯელობა, რის შემდეგაც მიიღება ის გადაწყვეტილება, რაც ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი. „ჩვენ არა გვაქვს არც პოლიტიკური, არც მორალური, არც სამართლებრივი ვალდებულება, რომ რაიმე ცვლილება მივიღოთ, თუმცა ჩვენ ვთქვით, რომ არის გარკვეული საკითხები 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც ქვეყნისთვის...
ჩვენ უკვე ვხედავთ მათგან მძიმე პროვოკაციების მოწყობის მცდელობებს, რაც მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში კიდევ უფრო რადიკალურ ფორმებს მიიღებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანი ზიზღის გაღვივებით, ისტერიის დათესვით და არეულობით განუყოფელი ძალაუფლების დაბრუნებაა. „საარჩევნო კამპანიის ვადის ნახევარი უკვე გავიდა. „ქართულმა ოცნებამ“...
NDI საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის საერთაშორისო საარჩევნო პროგრამას იწყებს. როგორც ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში აღნიშნავენ, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ მაღალი დონის შეხვედრების დაწყება დღეს დააანონსდა. შეხვედრები მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას. ამასთან, გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს. „ მაღალი დონის შეხვედრებს NDI-ს სახელით...
„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ბიბილაშვილს კონკრეტული ხედვა აქვს, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში არსებული პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იქნება. „მინდა შემოგთავაზოთ, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი - ანა ბიბილაშვილი. რომელსაც კონკრეტული ხედვა აქვს, დამფუძნებელი „ლელოსი“ და აქვს ხედვა, რომ ქალაქის პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იქნას. მე მინდა...
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე განიხლავს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „მთავარი საკითხი, რაც გვექნება, არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 7 სექტემბერს იქნება განხილული და რომლის დასკვნებიც არის, დარეგისტრირდება შემდეგ ბიუროზე და ჩაჯდება დღის წესრიგში,"- განაცხადა კუჭავამ. საკონსტიტიციო ცვლილებებზე წამყვანი კომიტეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია, რომლის განხილვის შემდეგ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი სესიაზე პირველი მოსმენით გავა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო...
ფოთის მერობის ოპოზიციის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა ცნობა, რომელიც აუცილებელი იყო არჩევნებისთვის მისი რეგისტრაციისთვის. უწყებაში ადასტურებენ, რომ უგულავამ მათ მიმართა და ამბობენ, რომ განცხადების მიღებისთანავე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. უგულავა აცხადებს, რომ მსგავსი ცნობა შარშანდელი არჩევნების წინაც აიღო და ამის შემდეგ მისი სამართლებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ საბუთის არგაცემის საფუძველი არის შიში. აღნიშნულის შესახებ უგულავა...
„ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აჭარაში მუნიციპალიტეტების პარტიული სია და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ხაზარაძემ ბათუმის საკრებულოს პარტიული სიის პირველ ნომრად პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, სამოქალაქო აქტივისტი და საჯარო სამართლის იურისტი ირაკლი კუპრაძე დაასახელა. „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს პარტიულ სიაში ასევე არიან: პოლიტიკის მეცნიერი, სამოქალაქო აქტივისტი ვაჟა დარჩია; ეკატერინე დავითაძე; ალექსანდრე ფიფია; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დავით მიქელაიშვილი; ფილოლოგი ზიმლარ ბერიძე; ექიმი ალერგოლოგი დავით მამულაძე; გიორგი...
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ მომზადებული, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების 15 ფაქტი გამოვლინდა. როგორც შუალედური ანგარიშის წარდგენისას ორგანიზაციაში განაცხადეს, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 11, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13, სოციალური ქსელით აგიტაციის - 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 4, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 8 ფაქტი გამოვლინდა. ISFED-ის ინფორმაციით,...
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები წარადგინა. როგორც კანდიდატთა წარდგენისას ნიკა მელიამ თქვა, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი, რომლითაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებას უნდა ჩამოაშორონ. ამიტომაც, ეს ადამიანები იბრძოლებენ არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებზე გასამარჯვებლად, არამედ რეფერენდუმში მმართველი პარტიის დასამარცხებლად. მელიამ, ასევე, თქვა, რომ ამ კანდიდატთა ნაწილი პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებულია და ისინი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს დაუჭერენ მხარს. ხატია...
“ქართულმა ოცნებამ” და პრემიერმა ღარიბაშვილმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კახეთის რეგიონში მერობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა. როგორც ირკვევა, კახეთში დღეს მოქმედი მერებიდან კანდიდატად მხოლოდ ორი - დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის მერები დარჩნენ. დანარჩენი კანდიდატებიდან ორი მერის მოქმედი მოადგილეა, ერთი - შსს-ს ყოფილი თანამდებობის პირი, ორი კი - ადგილობრივი მეწარმე. მოდით, ვნახოთ, ვინ რა გზა გამოიარა მანამდე, სანამ მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი...
პრემიერმა მერებს დაავალა! დიახ, დიახ, პრემიერმა, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებაში მთავრობის მეთაურია, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს - მერებს (თუმცა კი, ჯერ მხოლოდ მერობის კანდიდატებს) დაავალა. მერე რა, თუ ეს ე.წ. დავალება შესაძლოა, პოზიტიურიც კი იყოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, რომ თვითმმართველობის არჩევნების კამპანიაში ჩართულ პრემიერს, ტრადიციულად, თვითმმართველობის არსი არ ესმის, არ აცნობიერებს, რომ, მისი და...
"მომდევნო 3 წელიწადში მთავრობა და კერძო სექტორი ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით 2 მილიარდ ნახევარს დავხარჯავთ, დაფინანსდება 1300-ზე მეტი საწარმო, კარგად გვაქვს გააზრებული რეგიონების მიხედვით და ვიცით, რომელ რეგიონში რა შეიძლება განვითარდეს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში "ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატის, დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ჩვენ დავამუშავეთ გრძელვადიანი განვითარების გეგმები. ჩვენ გვჭირდება კომპლექსური მიდგომა, აღარ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ