ნიკა მელიას მამა და სხვები – ვინ არიან “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები თვითმმართველობის არჩევნებზე

793

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები წარადგინა. როგორც კანდიდატთა წარდგენისას ნიკა მელიამ თქვა, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი, რომლითაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებას უნდა ჩამოაშორონ. ამიტომაც, ეს ადამიანები იბრძოლებენ არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებზე გასამარჯვებლად, არამედ რეფერენდუმში მმართველი პარტიის დასამარცხებლად.

მელიამ, ასევე, თქვა, რომ ამ კანდიდატთა ნაწილი პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებულია და ისინი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს დაუჭერენ მხარს.

  1. ხატია დეკანოიძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი
  2. ზაალ უდუმაშვილი – მცხეთის მერობის კანდიდატი
  3. დავით კირკიტაძე – რუსთავის მერობის კანდიდატი
  4. გიორგი ბოტკოველი – თელავის მერობის კანდიდატი
  5. თემურ ჯანაშია – მარტვილის მერობის კანდიდატი
  6. გიორგი კირთაძე – ბათუმის მერობის კანდიდატი
  7. ბონდო თედორაძე – ქობულეთის მერობის კანდიდატი
  8. მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი
  9. რამინ ბერიძე – ქედის მერობის კანდიდატი
  10. როინ ზოიძე – შუახევის მერობის კანდიდატი
  11. გოგიტა სოლომონიძე – ხულოს მერობის კანდიდატი
  12. ბადრი მებურიშვილი – ვანის მერობის კანდიდატი
  13. ბაქარ ხიჯაკაძე – ზესტაფონის მერობის კანდიდატი
  14. მამუკა ბიბილეიშვილი – სამტრედიის მერობის კანდიდატი
  15. მარეხ დათაშვილი – ადიგენის მერობის კანდიდატი
  16. გიორგი გიორგაძე – ასპინძის მერობის კანდიდატი
  17. დავით ჯავახიშვილი – საგარეჯოს მერობის კანდიდატი
  18. ზურაბ ოტიაშვილი – ახმეტის მერობის კანდიდატი
  19. სერგი კაკალაშვილი – გურჯაანის მერობის კანდიდატი
  20. თამაზ კოჭლამაზაშვილი – დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატი
  21. ზაზა პაპუაშვილი – სიღნაღის მერობის კანდიდატი
  22. გიორგი ტატუაშვილი – დმანისის მერობის კანდიდატი, მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი
  23. ვანო მაღალაშვილი – თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი
  24. ვასილ მახარაშვილი – გორის მერობის კანდიდატი
  25. იოსებ ბუაძე – ხაშურის მერობის კანდიდატი
  26. ნუგზარ ნონიაშვილი – კასპის მერობის კანდიდატი
  27. ნიკოლოზ ახალკაცი – ქარელის მერობის კანდიდატი
  28. ბესო შენგელია – ხობის მერობის კანდიდატი
  29. ანზორ მელია – ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ექიმი, ნიკა მელიას მამა