“ლელოს” პარტიული სია და მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის მუნიციპალიტეტებში

461

„ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აჭარაში მუნიციპალიტეტების პარტიული სია და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ხაზარაძემ ბათუმის საკრებულოს პარტიული სიის პირველ ნომრად პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, სამოქალაქო აქტივისტი და საჯარო სამართლის იურისტი ირაკლი კუპრაძე დაასახელა. „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს პარტიულ სიაში ასევე არიან:

პოლიტიკის მეცნიერი, სამოქალაქო აქტივისტი ვაჟა დარჩია; ეკატერინე დავითაძე; ალექსანდრე ფიფია; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დავით მიქელაიშვილი; ფილოლოგი ზიმლარ ბერიძე; ექიმი ალერგოლოგი დავით მამულაძე; გიორგი გეგეშიძე; შორენა ჩიქოვანი; ექიმი რაულ პაქსაძე;

ქობულეთის საკრებულოს „ლელო საქართველოსთვის“ პარტიული სიის პირველი ნომერი სალომე ზაქარიაძე იქნება, ხელვაჩაურის საკრებულოს პარტიული სიის პირველი ნომერი – დიანა აიოზბა, ქედაში – გოჩა ჟღენტი, შუახევში – ზვიად დიასამიძე და ხულოში ბესიკ შაინიძე იქნებიან.

მამუკა ხაზარაძემ ასევე წარადგინა ოპოზიციასთან შეთანხმებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ხიმშიაშვილის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის საკრებულოში გენო თებიძე, მაჟორიტარობის კანდიდატი ქობულეთიდან ბეგი ტაკიძე, მაჟორიტარობის კანდიდატი ქედის მუნიციპალიტეტის მერისის ოლქში ჯემალ შარაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის ოლქში რომან ბედინაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი შუახევის მუნიციპალიტეტის წყალსაყარის თემში გიორგი ჯაყელი.