„ზესტაფონი ყოველთვის იყო ინდუსტრიული ცენტრი, დღეს მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ვაშენებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, სადაც ერთ-ერთი გადამწყვეტი სწორედ შორაპანი-არგვეთას მონაკვეთია, მეოთხე მონაკვეთს აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ზესტაფონი განიტვირთოს მოძრაობისგან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რომ ეს მონაკვეთიც ეტაპობრივად დავაჩქაროთ და უფრო ადრე შევიდეს ექსპლუატაციაში“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონში ,,ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენაზე.
მინისტრმა ისაუბრა ზესტაფონში აღმაშენებლის გამზირის...
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის სია დაარეგისტრირა. თბილისის საკრებულოში პარტიული სიის ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: სოფო ჯაფარიძე, თორნიკე ბიკაშვილი, ანა გოგოლაძე, ირაკლი ეძგვერაძე, ირაკლი ნადირაძე, ლილე ლიპარტელიანი, მამუკა გუგეშაშვილი, მიხეილ კაკაურიძე, ნინო კვიტაიშვილი და შოთა გრიგოლია.
ცნობისთვის, პარტიებს სიების წარსადგენად ვადა დღეს, 18:00 საათზე ეწურებათ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მემორანდუმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის კომპეტენციის ფარგლებში მოხდება ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა. გარდა ამისა, მემორანდუმი ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. განისაზღვრა...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება, ამ ეტაპზე, საკვებ პროდუქტებზე 96 044 ლარის დახარჯვას გეგმავს. მიუხედევად იმისა, რომ სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრამდე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ვერ განახლდება, გაერთიანებამ ტენდერები წინასწარ გამოაცხადა და გამარჯვებულ პრეტენდენტებთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. როგორც ამავე დაწესებულების ხელმძღვანელი ზაურ ქარამოვი ამბობს, პროდუქტების მოწოდებას კომპანიები მას შემდეგ დაიწყებენ, რაც სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლება განახლდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ქარამოვი ამბობს, რომ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია შოთა რუსთაველის ქანდაკების შესყიდვას და მონტაჟს 112 520 ლარად აპირებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ძეგლის შეძენისათვის გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმება უკვე გამოაქვეყნა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავრობის თანხმობაა საჭირო რათა გაფორმდეს გამარტივებული შესყიდვა.
შოთა რუსთაველის ძეგლს მარნეულის ბიბლიოთეკის წინ დადგამენ. ძეგლი 2021 წლის 20 ნოემბრამდე უნდა...
გორის მერის მოადგილემ, რომელიც პარალელურად “ქართული ოცნების” ადგილობრივი ოფისის აღმასრულებელი მდივანიცაა, ახალი თანამდებობის დაკავების შედეგ პირველი ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ახლად ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, თამაზ შიოშვილის სახელზე მხოლოდ 1 511 კვ.მ-მიწის ნაკვეთია, რომელიც სოფელ ბერბუკში მან 2021 წლის მარტში, 30 000 ლარად შეიძინა.
შიოშვილს 5 280 დოლარი გასულ წელს გასავალში უფიქსირდება, 2016 წელს აღებული სესხის (20 977 დოლარი)...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო განათებების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. უწყებამ საახალწლო მორთულობების შესაძენად 96 900 ლარი გაითვალისწინა.
შესაძენი მასალების ჩამონათვალი:
1500 ცალი სტრინგი 10 მ, 100 ლედი, IP44, 220 ვ,4.4 ვატი. დედალ-მამალი მრგვალი გადასაბმელით, 1მ შტეკერით, არაციმციმა,კაბელი-გამჭვირვალე, 2.5 მმ, PCV, სპილენძი, 0.3მ2;
მანათობელი ბურთი ლითონის ღეროზე დ=0.6მ;
მანათობელი ბურთი ლითონის ღეროზე დ=0.9მ;
ბაგირი 6მმ;
ჩამჭერი 6მმ ბაგირი;
ელ.სადენი ალუმინი 2/2.5;
100 ცალი პლასტმასის...
რუსთავში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ამოქმედდა. მოქალაქეებს აცრის საშუალება დღეიდან ავტობუსებში მოწყობილ ცენტრებში, ქალაქის 3 ადგილზე ექნებათ.
ამცრელი პუნქტები დილის 10:30 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე იმოქმედებს.
ავტობუსებში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, "სინოვაკისა" და "ფაიზერის ვაქცინით აიცრან.
ამცრელი პუნქტების მოწყობის პროცესს პირადად გაეცნო რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება ქალაქში ვაქცინაციის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად იქნება მიღებული.
"სტატისტიკური მაჩვენებელი აცრის...
გორელმა ბიზნესმენმა მალხაზ ხვედელიძემ 2021 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში “ქართულ ოცნებას” 2 000 ლარი გადაურიცხა.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იგი შპს “ალდანუმას” დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია. დარჩენილ 50%-ს ნუგზარ სვიანაძე ფლობს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, როგორც მალხაზ ხვედელიძე, ასევე, მისი კომპანიის მეწილე ნუგზარ სვიანაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველები იყვნენ.
ხვედელიძემ მაშინ პარტიას 5 997 ლარი, ხოლო სვიანაძემ 52 000 ლარი გადაურიცხა.
გარდა...
ონლაინ სივრცეში მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს. გორის მერია მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტისა და 2022-2025 წლების პრიორიტეტების განსაზღვრისთვის დოკუმენტის შემუშავებას გეგმავს. ორგანიზატორები მოქალაქეებს გამოკითხვაში მონაწილეობას და 2022 წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ
“მოგმართავთ თხოვნით, შეავსოთ ქვემოთ მოცემული კითხვარი და ჩაერთოთ 2022 წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში. თქვენი აზრი უმნიშვნელოვანესია”, -წერია განცხადებაში.
გამოკითხვის შედეგები მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. უწყება ასევე...
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობისთვის პანკისელი აქტივისტი და უფლებადამცველი, ლუიზა მუთოშვილიც იბრძოლებს. აქტივისტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის გამსვლელი ნომერი იქნება, თუმცა ის, პარტიაში არ შევა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცცელებს.
ინფორმაციას ამის შესახებ, ნაციონალური მოძრაობის ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარე, შაქრო ტერტერაშვილი ადასტურებს.
”ლუიზა მუთოშვილს მთელი საქართველო იცნობს. ჩვენს სიაში მისი შეყვანა სწორედ იმიტომ გადაწყდა, რომ ის პარტიული კუთვნილებისგან თავისუფალი ადამიანია და წლებია, ხეობაში...
ქუთაისის მერია ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად ტენდერს აცხადებს.
სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტი 235 296 ლარს დახარჯავს.
წინადადებების მიღება 11 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.
სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 90 დღეა.
წინა სტატია
"ტორპედოს" ახალმა მეპატრონემ, ბიზნესმენმა დავით კერესელიძემ ქუთაისის ბიუჯეტში საგარანტიო თანხა უკვე ჩარიცხა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
აუქციონის პირობების თანახმად, კერესელიძის კომპანიამ "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" 350 000 ლარი გადაიხადა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ახალი ინვესტორი ქალაქში რამდენიმე დღეში ჩამოვა და ხელშეკრულებას გააფორმებს. ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი დარწმუნებულია, რომ კლუბის ახალი მეპატრონე კეთილსინდისიერი იქნება.
"კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე დღეში ეწვევიან ქუთაისს და გვექნება შეხვედრა...
ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე გაიყიდა და მისი მფლობელი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ გახდა.
ქუთაისურ კლუბში „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორმა დავით კერესელიძემ 577 017 ლარი გადაიხადა.
გარდა ამისა, დავით კერესელიძემ და აუქციონში გამარჯვებულმა გუნდმა საკუთარ თავზე გუნდის ძველი დავალიანების გასტუმრებაც აიღო
კერესელიძე ერთადერთი იყო, ვინც მეორე აუქციონზე ბიჯი შეიტანა. მის კონკურენტ „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ აქ უკვე მონაწილეობა აღარ მიუღია.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და...
გურჯაანში ცენტრალური ქუჩის ფასადები იცვლება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ნონეშვილის გამზირზე მდებარე ყველა შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. განახლდება ტროტუარები და მოეწყობა საპარკინგე ზონები. ასევე, განახლდება პაპას და ბებოს ბაღები. პროექტი, რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროგრამის ინიციატორი საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს, არჩილ ხანდამაშვილს უფლებამოსილება შეუწყდა. ის კენჭს იყრის ვეჯინისა და ძირკოკის მაჟორიტარად. მერის მოვალეობას კი, აუდიტის სამსახურის უფროსი შეასრულებს. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპლიტეტის ყოფილი მერი არჩილ ხანდამაშვილი ადასტურებს.
“რამდენიმე დღის წინ მივმართე საკრებულოს განცხადებით, თანამდებობის დატოვების შესახებ და ჩემივე ბრძანებით, მოვალეობას მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი, ანა კუტიბაშვილი შეასრულებს. სამსახურის უფროსს მერის მოვალეობის შესრულება იმიტომ დაეკისრა, რომ მე, ფაქტიურად, მოადგილე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































