გორის მერია 2022-2025 წლების პრიორიტეტების გამოსავლენად გამოკითხვას აწარმოებს

269

ონლაინ სივრცეში მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს. გორის მერია მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტისა და 2022-2025 წლების პრიორიტეტების განსაზღვრისთვის დოკუმენტის შემუშავებას გეგმავს. ორგანიზატორები მოქალაქეებს გამოკითხვაში მონაწილეობას და 2022 წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ

“მოგმართავთ თხოვნით, შეავსოთ ქვემოთ მოცემული კითხვარი და ჩაერთოთ 2022 წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში. თქვენი აზრი უმნიშვნელოვანესია”, -წერია განცხადებაში.

გამოკითხვის შედეგები მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. უწყება ასევე განმარტავს, გამოკითხვის დროს დასახელებული კონკრეტული საკითხებიდან რომლის გათვალისწინება მოხდა და ვერ მოხდა 2022 წლის ბიუჯეტში.

გამოკითხვაში მონაწილეობა შესაძლებელია ბმულზე გადასვლისას.