გურჯაანში ცენტრალური ქუჩის ფასადები იცვლება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ნონეშვილის გამზირზე მდებარე ყველა შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. განახლდება ტროტუარები და მოეწყობა საპარკინგე ზონები. ასევე, განახლდება პაპას და ბებოს ბაღები. პროექტი, რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროგრამის ინიციატორი საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.