ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე გაიყიდა

743

ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე გაიყიდა და მისი მფლობელი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ გახდა.

ქუთაისურ კლუბში „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორმა დავით კერესელიძემ 577 017 ლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, დავით კერესელიძემ და აუქციონში გამარჯვებულმა გუნდმა საკუთარ თავზე გუნდის ძველი დავალიანების გასტუმრებაც აიღო

კერესელიძე ერთადერთი იყო, ვინც მეორე აუქციონზე ბიჯი შეიტანა. მის კონკურენტ „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ აქ უკვე მონაწილეობა აღარ მიუღია.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული კლუბის, „ტორპედოს“ ახალი მფლობელი კლუბში ვითარების გამოსწორებას უახლოეს მომავალში გეგმავს.