ქედაში, მერისის ანუ აკავრეთას ხეობაში, კერძოდ სოფელ ნამონასტრევში არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, გამოვლინდა მცირე დარბაზული ტიპის, ორფერდა სახურავიანი ეკლესიის ნაშთები. ეკლესია თავის დროზე აუგიათ მდინარე აკავრეთას მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბუნებრივ ბორცვზე.
გამოიკვეთა ნახევარწრიული მოყვანილობის აფსიდა, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების ცოკოლის და კედლების ნანგრევები. არქიტექტურული დეტალებიდან აღმოჩნდა თაღის ქვები. ასევე ქვაზე ამოკვეთილი წარწერა და ქვაზე...
"სინოფარმის" ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელ პუნქტებში.
სინოფარმით აცრა შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში „სინოფარი“ მომავალი კვირის ბოლოს შემოვა.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებას ეხმიანება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატი აპირებს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაგეგმილ სატელევიზიო დებატებში, ამასთანავე, რეგიონული ტელევიზიების ნაწილმა უკვე მიიღო უარი მმართველი პარტიის კანდიდატების მხრიდან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე.
"შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ დებატებში მონაწილეობა დემოკრატიული არჩევნების განუყოფელი ელემენტი და ამომრჩევლის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია....
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე 26 დღე დარჩა და საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საოლქო და საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დაცვას, რომელსაც ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებმა მოაწერეს ხელი.
„როგორც საოლქო, ისე...
როგორც კი კენჭისყრის დღე დასრულდება და შესაბამისად, დასრულდება ხმის დათვლის დროს ვიდეოჩანაწერების გაკეთება, მეორე დღიდანვე საარჩევნო ადმინისტრაცია დაიწყებს ვიდეოჩანაწერების განთავსებას საჯარო სივრცეში, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ვიდეოჩანაწერები საიტზე აიტვირთება, რისი ნახვის და გადმოწერის შესაძლებლობა როგოგორც პოლიტიკურ გაერთიანებებს, ასევე ყველა დიანტერესებულ პირს შეეძლება. „დღის მდგომარეობით, გვაქვს მოლაპარაკებები, იმედი მაქვს, რომ ეს...
ქართულ ბაზარზე შესაბამისი ხარისხის “ტესლა" არ იშოვება, მაგრამ ჩვენ არ გავუცრუებთ გულს ჩვენს გულშემატკივრებს და ახლა მივდივართ, რომ ელექტრონული “პორშე” შევიძინოთ მათთვის, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩეველს არჩევნებზე "ტესლას" ნაცვლად, "პორშეს" გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობენ. მისივე თქმით, ამომრჩეველმა გათამაშებაში მონაწილეობისთვის საარჩევნო უბანთან "სელფი" უნდა გადაიღოს და “ფეისბუქზე” შესაბამისი ჰეშთეგით #ვიყავიარჩევნებზე ატვირთოს.
"ჩვენ გვქონდა დაპირება წინა არჩევნებზე, რომ...
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
პროგრამას განახორციელებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით.
„ღვინის ეროვნული სააგენტო, მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, მარკეტინგული...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში სკვერი და მემორიალი მოწყობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა და სამუშაოებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 17 000 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა უზრუნველყოს.
ანაკლიაში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 5 585კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა იყიდება. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე ზუგდიდის მერიამ გაიტანა და მისი საწყისი ფასი 5 მილიონი ლარია.
ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, სამი წლის განმავლობაში არანაკლებ 1 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
აუქციონი 18 აგვისტოს გამოცხადდა, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ბიჯი არ დაფიქსირებულა. ვაჭრობა 9...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით უცნობია გახანგრძლივდება თუ არა ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა. როგორც გაბუნია ამბობს, საკითხი ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, ტენდენცია პოზიტიური და იმედისმომცემია იმისთვის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს.
"რამდენად დაგვჭირდება სატრანსპორტო შეზღუდვის კიდევ მეტად გახანგრძლივება, ამაზე ეპიდემიური სურათის ანალიზი გაგვცემს პასუხს. ჯერჯერობით ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია და პროგნოზულად იმედისმომცემია სიტუაცია, იმისთვის, რომ გარკვეულწილად ვისაუბროთ, როგორც...
გორის მერიის შიდა აუდიტმა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ადმინისტრაციის, ზედამხედველობისა და ეკონომიკის სამსახურები შეამოწმა, ასევე, შეამოწმა 2 აიპი, რომელსაც მერია აფინანსებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაცი ცენტრი წერს.
ესენია გორის კეთილმოწყობისა და სტრატეგიული განვითარების სააგენტოები.დ ასკვნა საკმაოდ მკაცრია, თუმცა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, თამარ ზურაბიშვილი იტყობინება, რომ შემოწმების ობიექტები რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.
ყველაზე მეტი რეკომენდაცია (83-დან 42) მერიის ადმინისტრაციის სამსახურმა დაიმსახურა.
როგორც შიდა...
გუნდი შეთანხმებულია, როცა არ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, მომდევნო ორი არჩევნები 2%-იანი ბარიერითა და სრული პროპორციული სისტემით გაიმართება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ამასთან, ოხანაშვილმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2024 წლამდე პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება არ განიხილება.
“გვჯერა, რომ ჩვენ ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციას შევძლებთ და არჩევნებში დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვებთ. გუნდი შეჯერებულია, გვაქვს კონსენსუსი ცვლილებებზე, რომელიც მომდევნო ორი არჩევნების...
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არ გაიმართება. არჩევნები გაიმართება მაშინ, როცა ეს კონსტიტუციითა და კანონით არის გაწერილი - 2024 წელს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განუცხადა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, კალაძის თქმით, მმართველი გუნდი მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს.
„საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება. რა შეთანხმებაც იყო და ამაზე ჩვენ 19 აპრილის ხელშეკრულების გაფორმებამდეც ვსაუბრობდით, ვამბობდით, რომ მზად ვიყავით განგვეხორციელებინა საკონსტიტუციო ცვლილებები,...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, წყალტუბოს გენგეგმის კონცეფცია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან ერთად მის განვითარებასაც ითვალისწინებს.
როგორც ქარსელაძემ „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მერობის კანდიდატის, გენადი ბალანჩივაძის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, გენგეგმაში საინტერესოდ არის წარდგენილი ის შესაძლებობები, რაც ქალაქს და მის შემოგარენს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
„წყალტუბოში გვაქვს ლამაზი შენობები, რომელიც უფუნქციოა, გვაქვს კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც პატრონობა სჭირდება. ეს პოტენციალი დაინახა ბიძინა ივანიშვილმა ბევრად იმაზე ადრე,...
პარტია "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აქტივისტი ნათია ლეთოდიანი, რომელმაც ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად მთავრობის ადმინისტრაციასთან მდებარე შადრევანი წითლად შეღება, 5 000 ლარით დააჯარიმეს.
ხოშტარია წერს, რომ ამ დროს უცნობი ბერლინის კედლის მონუმენტის დაზიანებისთვის 1 000 ლარით დაჯარიმდა.
"უცნობმა რომ ბერლინის კედლის მონუმენტი დააზიანა, ხომ გახსოვთ? აღშფოთებების მერე 1 000 ლარით დააჯარიმეს. ნათია ლეთოდიანმა რომ შადრევანში წითელი აკვარელი ჩაასხა, ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად,...
პოლიტიკურმა პლატფორმამ - „სტრატეგია აღმაშენებელი - მესამე ძალა“ ქუთაისის მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე დაასახელა. ლოსაბერიძე საზოგადოებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ წარუდგინა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არჩევნებზე მუდმივად ორპულუსიანობაზე საუბარი მიმდინარეობს და „მესამე ძალის იდეა ამ „მოჯადოებული წრის“ გარღვევაა“.
„ბოლო წლებია ყველა არჩევნებზე გვაქვს მუდმივად საუბარი ორპოლუსიანობაზე. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას ხვდებიან, რამე პროგრამას წარადგენენ? ან რა პროგრამა უნდა წარადგინონ, აქამდე რაც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































