ქართულ ბაზარზე შესაბამისი ხარისხის “ტესლა” არ იშოვება, მაგრამ ჩვენ არ გავუცრუებთ გულს ჩვენს გულშემატკივრებს და ახლა მივდივართ, რომ ელექტრონული “პორშე” შევიძინოთ მათთვის, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩეველს არჩევნებზე “ტესლას” ნაცვლად, “პორშეს” გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობენ. მისივე თქმით, ამომრჩეველმა გათამაშებაში მონაწილეობისთვის საარჩევნო უბანთან “სელფი” უნდა გადაიღოს და “ფეისბუქზე” შესაბამისი ჰეშთეგით #ვიყავიარჩევნებზე ატვირთოს.
“ჩვენ გვქონდა დაპირება წინა არჩევნებზე, რომ ბიუჯეტის ფულით არ ვისარგებლებდით და” ტესლას” გავათამაშებდით. ამით დავუბრუნდით საზოგადოებას. ქართულ ბაზარზე შესაბამისი ხარისხის “ტესლა” არ იშოვება, მაგრამ ჩვენ არ გავუცრუებთ გულს ჩვენს გულშემატკივრებს. ახლა მივდივართ, რომ ელექტრონული “პორშე” შევიძინოთ მათთვის და ის გავათამაშოთ ხალხისთვის, ვინც გვენდო და ჩვენს პროექტში მიიღო მონაწილეობა, დანარჩენებს ახლა მოგიწოდებთ, რომ ახლა ჩაერთოთ ამაში, ეს პროექტი ამ არჩევნებზეც გაგრძელდება”, – განაცხადა ხვიჩიამ.