ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არ გაიმართება. არჩევნები გაიმართება მაშინ, როცა ეს კონსტიტუციითა და კანონით არის გაწერილი – 2024 წელს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განუცხადა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, კალაძის თქმით, მმართველი გუნდი მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს.
„საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება. რა შეთანხმებაც იყო და ამაზე ჩვენ 19 აპრილის ხელშეკრულების გაფორმებამდეც ვსაუბრობდით, ვამბობდით, რომ მზად ვიყავით განგვეხორციელებინა საკონსტიტუციო ცვლილებები, ახლაც მზად ვართ“, – განაცხადა კალაძემ.