გორის მერიის შიდა აუდიტმა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ადმინისტრაციის, ზედამხედველობისა და ეკონომიკის სამსახურები შეამოწმა, ასევე, შეამოწმა 2 აიპი, რომელსაც მერია აფინანსებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაცი ცენტრი წერს.
ესენია გორის კეთილმოწყობისა და სტრატეგიული განვითარების სააგენტოები.დ ასკვნა საკმაოდ მკაცრია, თუმცა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, თამარ ზურაბიშვილი იტყობინება, რომ შემოწმების ობიექტები რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.
ყველაზე მეტი რეკომენდაცია (83-დან 42) მერიის ადმინისტრაციის სამსახურმა დაიმსახურა.
როგორც შიდა აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, შემოწმებულ სამსახურებსა და სააგენტოებში თანამშრომლები გეგმის გარეშე მუშაობენ. ხოლო რასაც მუშაობენ, იმის დამადასტურებელი ანგარიშები არ არსებობს.
ხარვეზებია შესყიდვებშიც. როგორც შიდა აუდიტი ასკვნის, ეს ხარვეზები კანონმდებლობის დარღვევას იწვევს.
შიდა აუდიტი თვლის, რომ კვალიფიციური თანამშრომლების დეფგიციტია. კერძოდ, მისი აზრით, ვაკანსიების გამოცხადების დროს აუცილებელია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება, ხოლო თანამშრომლები საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად შეარჩიონ.
,,აიპიები მენეჯერის მოადგილეებმა საკურატორო სფეროს მიხედვით განსაზღვრონ რისკები და თითოეული თანამშრომლის ჭრილში ჩართონ კონტროლის ბერკეტები, რათა გამოირიცხოს თანამშრომლის მხრიდან გადაცდომა. გამოვლენილ გადაცდომებზე პასუხისმგებლობა მეჯერების მოადგილეებს დაეკისროთ” – აღნიშნავს შიდა აუდიტი.
როგორც შიდა აუდიტი იტყობინება, სააგენტოები ბიუჯეტს ხარჯავენ გეგმის გარეშე, რის გამოც, წლის განმავლობაში, ბევრ შეცდომას უშვებენ და ხარჯაღრიცხვის დოკუმენტი მუდმივ კორექტირებას განიცდის.