ცესკოს თავმჯდომარე: არჩევნების დღეს გაკეთებული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას საარჩევნო ადმინისტრაცია უმოკლეს ვადებში დაიწყებს

255

როგორც კი კენჭისყრის დღე დასრულდება და შესაბამისად, დასრულდება ხმის დათვლის დროს ვიდეოჩანაწერების გაკეთება, მეორე დღიდანვე საარჩევნო ადმინისტრაცია დაიწყებს ვიდეოჩანაწერების განთავსებას საჯარო სივრცეში, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ვიდეოჩანაწერები საიტზე აიტვირთება, რისი ნახვის და გადმოწერის შესაძლებლობა როგოგორც პოლიტიკურ გაერთიანებებს, ასევე ყველა დიანტერესებულ პირს შეეძლება. „დღის მდგომარეობით, გვაქვს მოლაპარაკებები, იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება ორ საერთაშორისო პალათფორმასთან, რომელიც უზრუნველყოფენ ვიდეოჩანაწერების უსაფრთხო განთავსებას. არათუ პოლიტიკურ გაერთიანებებს, არამედ ყველა დიანტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა ეტაპობრივად გაეცნონ ამ ვიდეოჩანაწერებს და ასევე გადმოწერონ.

ეტაპობრივად ვეცდებით უმოკლეს ვადებში იყოს განთავსებული საჯარო სივრცეში, რაც უზრუნველყოფს სანდოობის და გამჭირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას” , – განაცხადა კალანდარიშვილმა.