„სტრატეგია აღმაშენებელი – მესამე ძალამ“ ქუთაისის მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე დაასახელა

309

პოლიტიკურმა პლატფორმამ – „სტრატეგია აღმაშენებელი – მესამე ძალა“ ქუთაისის მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე დაასახელა. ლოსაბერიძე საზოგადოებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ წარუდგინა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არჩევნებზე მუდმივად ორპულუსიანობაზე საუბარი მიმდინარეობს და „მესამე ძალის იდეა ამ „მოჯადოებული წრის“ გარღვევაა“.

„ბოლო წლებია ყველა არჩევნებზე გვაქვს მუდმივად საუბარი ორპოლუსიანობაზე. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას ხვდებიან, რამე პროგრამას წარადგენენ? ან რა პროგრამა უნდა წარადგინონ, აქამდე რაც დაპირებაც გასცეს, არაფერი შეუსრულებიათ და ამის მაგალითია ქუთაისი, მთლიანად იმერეთი, მთლიანად საქართველო. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ლანძღვა-გინებით, უშვერი სიტყვებით გამოდიან, საჯარო სივრცეში არ შეიძლება ასეთი რიტორიკა – ამით მოდიან და შემდგე გვიკვირს, რატომ არაფერი არ მიდის წინ. იმიტომ, რომ მათი მიზანი არის ერთადერთი რამ – შეინარჩუნონ ძალაუფლება, ქვეყნის ძარცვის უფლება და მუდმივად ისაუბრონ წარსულზე, მუდმივად დააშინონ ხალხი – „თუ მე არა, ვიღაც მოვა და ამის გამო ისევ მე უნდა ამირჩიო“. მესამე ძალის იდეა ესაა, რომ გავარღვიოთ ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე და ქვეყანამ დაიწყოს აღმშენებლობის, განვითარების პროცესი, რომელიც შედეგს მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.