დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების განაწილების საკითხზე მუშაობა დაიწყო.
საცხოვრებელი ფართებს უმძიმეს პირობებში, ნგრევად შენობებში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ჯამში, ყოფილი სანატორიუმების 15 შენობის დახურვის საკითხი განიხილება.
მათივე ცნობით, კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომ, დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
“ლელოს” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა მედეა მეტრეველმა, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ვატო სურგულაძემ და პარტიის ქალთა საბჭოს წევრმა ნინო ქათამაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებსა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრეს.
პარტია „ლელო საქართველოს" ცნობით, როგორც მედეა მეტრეველმა აღნიშნა, ქვეყანაში, სადაც სოციალური ფონი უმძიმესია, ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოქალაქეები, რომელთა კეთილღეობაზე და უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ზრუნვა ხელისუფლების უპირველესი ვალდებულებაა....
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე, დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა.
„ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად.
ამასთან, სხვადასხვა სახის სპორტული ტურნირები ჩატარდება...
ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე უძღვებოდა, პირველ საკითხად აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება განიხილეს.
საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარინე გვიანიძის მიერ გამოტანილი საკითხი, ბიუროს გადაწყვეტილებით, განსახილველად კომიტეტებს გადაეცა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
მათი ცნობით, ბიურომ მხარი დაუჭირა ამავე მომხსენებლის...
ბათუმის მერიაში მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მემორანდუმი უზრუნველყოფს მყარი მუნიციპალური ნარჩენების მდგრადი მართვის, გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, რის მიხედვითაც გათვალისწინებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების ექსპერიმენტი, რომელიც გულისხმობს პლასტმასის ნარჩენებისთვის სპეციალური ყუთების დამზადებასა და სპეციალურად შერჩეულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან განთავსებას, მუნიციპალური კონტეინერების მიმდებარედ. ჯამში დახარისხების 10-მდე ყუთის განთავსება იგეგმება.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია ლენტეხში ერთი ოჯახის სამმა წევრმა დატოვა.
ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიას პროპორციული სიიდან რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით სიის მეოთხე ნომერმა, ლალი ტვილდიანმა მიმართა. ამასთანავე პროპორციული სიიდან რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს მისმა მეუღლემ, ამირდონ ბაბლუანმა და შვილმა, ლაშა ბაბლუანმა. მათ ასევე მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის დატოვების თაობაზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბრის დასაწყისში მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისა და სოფლების დაახლოებით 332 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება.
როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ სკოლებში შეისწავლეს ეპიდვითარება და გადაწყვეტილება სწორედ ამის მიხედვით მიიღეს. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდება კრიტერიუმები, თუ რის მიხედვით და რა თანმიმდევრობით უნდა აღდგეს სწავლა მუნიციპალიტეტებსა და...
ახალციხეში, ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე შადრევნების რეაბილიტაციისთვის, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დაზიანებულია, ახალციხის მერიამ ტენდერი უკვე მეორედ გამოაცხადა. მერია ამჯერადაც რეაბილიტაციისთვის 250 ათას ლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს, — ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. ამის შესახებ toktv.ge წერს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, წინა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, შესაბამისად ტენდერი არ შედგა.
სატენდერო დოკუმენტის მიღება იწარმოებს 10-13 სექტემბრამდე. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები...
2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გურჯაანის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს. ქართული ოცნებიდან ზურაბ უტიაშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან კი სერგი კაკალაშვილი.
კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ , მათ პრობლემებს ადგილზე ისმენენ და საკუთარ საარჩევნო პროგრამას აცნობენ. რას ჰპირდებიან მერობის კანდიდატები ამომრჩევლებს? თემაზე სუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ბათუმში, რომ საპარკინგე ადგილების პრობლემა წლებია არსებობს ამაზე, ჩვენ თქვენთვის არა ერთხელ მოგვიყოლია. ის ვისაც ამ საკითხის გადაჭრის ვალდებულება აქვს კითხვებით ხშირად მიგვიმართავს, თუმცა მათგან ყოველთვის მხოლოდ დაპირებები ისმოდა. მოგვარდება თუ არა პრობლემა თვიტმარტველობის არჩევნების შემდეგ. საინტრესოა, პარტიებს, როგორი სამოქმედო გეგმა აქვთ ქალაქის განვითარებისთვის და როგორ აპირებენ რიგი პრობლემების გადაჭრას. მხარეთა პოზიციებს რეპორტაჟში მოისმენთ. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ქალაქში...
ქალაქ გურჯაანს სასმელი წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მიზეზი ცხელი ამინდების გამო გაზრდილი მოხმარებაა.
მათივე განცხადებით, ამ დრომდე გრძელდება დებეტის გაზრდის მიზნით მიმდინარე სამუშაოები, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ამის შემდეგ ქალაქს გრაფიკი ჩვეულ რეჟიმში აღუდგება და ისევ სტაბილური წყალმომარაგება ექნება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.
რაც შეეხება უნივერსიტეტებს, გაბუნიას თქმით, მაღალი არ არის სტუდენტების ვაქცინაციის პროცესი, რის გამოც მათ აცრის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს.
“ვფიქრობთ, რომ კეთილსაიმედოა ტენდენცია - კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი. პედაგოგებში არის კარგი მაჩვენებლები, ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, თითქმის 60%-ს აღწევს. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, რომ...
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიამ დღეს, კახეთში, თელავის მერობის კანდიდატი გიგა ორკოდაშვილი, ასევე, თელავის, ახმეტის და ლაგოდეხის მაჟორიტარობის და სიის წევრები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.
თელავის საკრებულოს სია:
გელა ესიტაშვილი
ლიანა ბარხუდანაშვილი
გაგა ბეგიაშვილი
თელავის მაჟორიტარები:
ცენტრალური და ძველი თელავი - კახა ბერძნიშვილი
დასავლეთ თელავის მაჟორიტარი - სულხან მექვაბაური
აღმოსავლეთ თელავი - ავთანდილ ნარიმანოვი
აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემოხოდაშენი - ზურაბ ხატიაშვილი
...
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკური პარტიების ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცესის გაჯანსაღების მიზნით დღევანდელ სხდომაზე 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებს. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს ცესკო-ს სხდომაზე განიხილება საკითხი, რომლის თანახმადაც პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებს, რომლებშიც კანდიდატთა რაოდენობა საარჩევნო კოდექსით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, რეგისტრაცია შესაძლოა არ გაუუქმდეთ,...
ორშაბათიდან ვაქცინარებული პირების წახალისების მიზნით ლატარია დაიწყება. შესაბამისი განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, „შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის“.
„ჯამური საპრიზო ფონდი იქნება 2 მლნ 800 ათასი ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. იქნება სხვადასხვა საპრიზო...
უკანონო მშენებლობები და მასზე ზედამხედველობა იყო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრიფინგის თემა. ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს პასიურობაში ადანაშაულებს და მათ მერიის სამშენებელო პოლიტიკის არასათანადო კონტროლის გამო აკრიტიკებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
რეზო ხარაზის განცხადებით, წლების განმავლობაში თვითმმართველობა სამშენებლო კანონდარღვევებსა და მერიის გადაწყვეტილებებზე არ რეაგირებდა, მათ შორის აუდიტის დასკვნაში მოყვანილ დარღვევებზე. ბათუმის საკრებულოში საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































