დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების განაწილების საკითხზე მუშაობა დაიწყო.
საცხოვრებელი ფართებს უმძიმეს პირობებში, ნგრევად შენობებში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ჯამში, ყოფილი სანატორიუმების 15 შენობის დახურვის საკითხი განიხილება.
მათივე ცნობით, კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომ, დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.