ბათუმის მერიაში მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მემორანდუმი უზრუნველყოფს მყარი მუნიციპალური ნარჩენების მდგრადი მართვის, გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, რის მიხედვითაც გათვალისწინებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების ექსპერიმენტი, რომელიც გულისხმობს პლასტმასის ნარჩენებისთვის სპეციალური ყუთების დამზადებასა და სპეციალურად შერჩეულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან განთავსებას, მუნიციპალური კონტეინერების მიმდებარედ. ჯამში დახარისხების 10-მდე ყუთის განთავსება იგეგმება.