როდის ექნება გურჯაანს 24 საათიანი წყალმომარაგება

292

ქალაქ გურჯაანს სასმელი წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მიზეზი ცხელი ამინდების გამო გაზრდილი მოხმარებაა.

მათივე განცხადებით, ამ დრომდე გრძელდება დებეტის გაზრდის მიზნით მიმდინარე სამუშაოები, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ამის შემდეგ ქალაქს გრაფიკი ჩვეულ რეჟიმში აღუდგება და ისევ სტაბილური წყალმომარაგება ექნება.