ბათუმში, რომ საპარკინგე ადგილების პრობლემა წლებია არსებობს ამაზე, ჩვენ თქვენთვის არა ერთხელ მოგვიყოლია. ის ვისაც ამ საკითხის გადაჭრის ვალდებულება აქვს კითხვებით ხშირად მიგვიმართავს, თუმცა მათგან ყოველთვის მხოლოდ დაპირებები ისმოდა. მოგვარდება თუ არა პრობლემა თვიტმარტველობის არჩევნების შემდეგ. საინტრესოა, პარტიებს, როგორი სამოქმედო გეგმა აქვთ ქალაქის განვითარებისთვის და როგორ აპირებენ რიგი პრობლემების გადაჭრას. მხარეთა პოზიციებს რეპორტაჟში მოისმენთ. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ქალაქში საპარკინგე ადგილების არ არსებობის გამო, მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არა ერთხელ გაუკრიტიკებიათ. იმ შეთხევვაში თუ კი არჩევნების შედეეგები მათ სასიკეთოდ გადაწყდება, გვპირდებიან, რომ გამოწვევას არ დაივწიყებენ. სიის პირველ ნომერს ასეთი გეგმა აქვს: დაარეგულიროს ქაოტური მშენებლობები და გამოათავისუფლოს სივრცეები პარკინგისთვის.
გაჩნდება 3000-დან 3 500-მდე საპარკინგე სივრცის მოწყობის გეგმა აქვს „ევროპული საქართველოდან“ ვახტანგ კალოიანს. ამბობს, რომ მისი გეგმაა, ქალაქი ურბანისებთან ერთად განავითაროს.
პრობლემის გადაჭრას პარტია „ლელო“-ც გვპირდება. ირაკლი კუპრაძე გვარწმუნებს, რომ საპარკინგე ზონებს სპეციალისტების რეკომენდაციებით შექმნიან. გეგმის ნაწილია, დეველოპერებისთვის პირობის წაყენებაც, ტერიტორია დაუთმონ პარკინგს.
საპარკინგე სივრცეების აშენების პირობას არც ექსპრემიერის პარტია – „საქართველოსთვის“ გაურბის. აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ ქალაქში აუცილებლად გაჩნდება საპარკიკნგე სივრცეები. რის ხარჯზე, სად ან როგორ? დეტალებზე არ საუბრობს.
იმ შემთხვევაში, თუ კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ინტერვიუზე დაგვთანხმდებოდა, სავარაუდოდ ისიც აღნიშნავდა, რომ პარკირების პრობლმის დაძლევა აუცილებლად იქნებოდა პრიორიტეტი, თუმცა ამ თემაზე ღიად საუბარი ამჯერად არ ისურვეს. ფაქტი კი ერთია. აქამდე, თვითმმართველობის უმრავლესობა მხოლოდ დაპირებას გასცემდა, პრობლემა კი წლებია რაც ადგილიდან არც კი დაძრულა.