ახალციხეში, ხელოვნურ ტბაზე შადრევნების რეაბილიტაციისთვის მერია ტენდერს მეორედ აცხადებს

345

ახალციხეში, ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე შადრევნების რეაბილიტაციისთვის, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დაზიანებულია, ახალციხის მერიამ ტენდერი უკვე მეორედ გამოაცხადა. მერია ამჯერადაც რეაბილიტაციისთვის 250 ათას ლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს, — ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. ამის შესახებ toktv.ge წერს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, წინა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, შესაბამისად ტენდერი არ შედგა. ​

სატენდერო დოკუმენტის მიღება იწარმოებს 10-13 სექტემბრამდე. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 12 კვირის ვადაში უნდა შეასრულოს.