2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გურჯაანის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს. ქართული ოცნებიდან ზურაბ უტიაშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან კი სერგი კაკალაშვილი.
კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ , მათ პრობლემებს ადგილზე ისმენენ და საკუთარ საარჩევნო პროგრამას აცნობენ. რას ჰპირდებიან მერობის კანდიდატები ამომრჩევლებს? თემაზე სუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.