გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად 5 ტენდერი გამოაცხადა. კერძოდ, მერიამ სოფელ ქვიშიანში გზების რეაბილიტაციისთვის სამშენებლო ტენდერი გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ, გზის რკინა-ბეტონით მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში განხორციელდება. ობიექტის სატენდერო ღირებულება 997 660 ლარს შეადგენს. ორი ტენდერი ეხება სოფელ სააკაძესა და ქვემო თელეთში ახალი, თანამედროვე ტიპის ბაგა-ბაღების მშენებლობას. სოფელ სააკაძის ბაგა-ბაღის მშენებლობისთვის ტენდერით გათვალისწინებული თანხა 689 552 ლარს შეადგენს,...
2020 წელს დაგეგმილი პროექტების ფარგლებში 70 000 აბონენტი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, - ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს. წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და 2020 წელს რეგიონებში არაერთი მასშტაბური და მცირე პროექტი იგეგმება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი დაახლოებით 38 მილიონი ლარით იზრდება, რაც კომპანიის წინა წლის ბიუჯეტთან...
დაბა თიანეთში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტი მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 468 000 ლარი შეადგინა. საბავშვო ბაღი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 90 აღსაზრდელზე. 2018-2019 წლებში თიანეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშო ბაღი აშენდა სოფელ სიმონიანთხევსა და დაბა თიანეთში, ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ...
თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე #5, #7 და #9 კორპუსებს. პროექტის ღირებულება - 1 102 000 ლარია. თელავის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. მიმდინარე წელს დასრულდება ჭავჭავაძის #2 კორპუსის გარე ფასადის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 271 243 ლარია. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს. "ბკ...
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა და იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორია უსახური კონსტრუქციებისაგან გათავისუფლდა. ბათუმის მერიის ცნობით, 100-მდე თვითნებურად განთავსებული უსახური დახლის, საჩრდილობლის, ლითონის კონსტრუქციისა და სარეკლამო აბრის გატანა მოხდა. სამუშაოები მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლებთან ერთად განახორციელა.
ადიგენში თერთმეტ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია და ორი კვირაა, ტრანსპორტი ვერ გადადის. გზაზე კი ხიდზე გავლის ამკრძალავი ნიშნებიც არ დგას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ხიდი, რომელიც დაბა ადიგენს სოფლებთან – ჭელა, ჭეჭლა, საირმე, მოხე, ციხის უბანი, ზედუბანი, აფიეთი, ღორთუბანი, ნამინაური, დერცელი და კეხოვანი – აკავშირებს, დაახლოებით, ორი კვირის წინ ჩაინგრა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდზე ერთ–ერთი მცხოვრები მანქანით გადადიოდა, როცა ხიდი ჩაინგრა....
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ "ჯიპების“ ქალაქი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა ზონალურ -საათობრივი პარკირება, ტაქსების რეფორმა და სხვა ნაბიჯები არ იყოს პოპულარული გადაწყვეტილება და გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდეს, თუმცა "სხვანაირად საქმე არ კეთდება“ . "რამდენიმე დღის წინ იყო სოციალურ ქსელში დისკუსია, სააკაძის მოედანზე ველობილიკი, რომ გაკეთდა არავინ...
ის პოპულიზმი, რითაც ოპოზიცია არის დაკავებული, მოსალოდნელია ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდებოდა სხვა რამ რომ ეთქვათ, - ასე პასუხობს თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ტაქსის მძღოლებს 1 ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმები ჩამოეწეროთ. როგორც ხმალაძე აცხადებს, ჯარიმების ჩამოწერა არ იგეგმება და თუ რომელიმე მძღოლი რეგულაციას დაარღვევს, დაჯარიმდება. "სხვანაირად გამიკვირდებოდა კიდეც, სხვა რამ რომ ეთქვათ. რასაკვირველია, ამას მოითხოვს...
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ მეტეხი-ქვემო გომი-ნათლისმცემლის ეკლესიის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. "მოასფალტდა 5.5 კილომეტრი გზის მონაკვეთი, მოეწყო რკინაბეტონის სანიაღვრე მონოლითური ღარები, ეზოებში შესასვლელები, მილხიდები, დაიხაზაგზა, მოეწყო საგზაო ნიშნები და ცინოლალპოდის ზღუდარები. ასფალტირებულმა გზამ მოიცვა მეტეხის ღვთისმშოლის ეკლესიის, მეტეხის საჯარო სკოლის, მეტეხის დევნილთა დასახლების, ქვემო გომის ნათლისცემლის ეკლესიის, ქვემო გომის საჯარო სკოლის და საბავშო ბაღის წინა ტერიტორიები....
საინიციატივო ჯგუფში უკვე გაწევრიანებულები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ამჯერად, ორგანიზატორები გარემოს დაცვის სპეციალისტებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ინჟინრებს და ცემენტის ტექნოლოგებს ეძებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საინიციატივო ჯგუფის ინიციატორი სოფიო ქურთაულია, რომელმაც მოძრაობის შესახებ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა. "ცემენტის, კირქვის და კიდევ რა არის, არ ვიცი, მომპოვებელი და გადამამუშავებელი ქარხნების და კასპში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ვაცნობოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს,  საელჩოებს, გარემოს...
გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში ორი შადრევანი ამუშავდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმიდან აცნობეს. ადმინისტრციის ცნობით, ავზების ამოქმედებისთვის დაახლოებით 30 000 ლარი იხარჯება. ეს შადრევნები საბჭოთა ბელადის საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარეობს. "ვინაიდან მუზეუმი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ადგილს ტურისტებისთვის, აუცილებელია სამუშაოების შესრულების ეტაპზე ხელი არ შეეშალოს ეკსკურსიებს, დელეგაციებს და ა.შ. ქვის დამუშავების სამუშაოების შესრულება ხორციელდება საღამოს 6 საათის შემდეგ" -...
წინა სტატია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას თქმით, ის დაინტერესდება მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერებით, რომელზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული. ფარცვანიამ რადიო ათინათს უთხრა, რომ ის კვლევას გაეცნო და საკითხით დაინტერესდება. "მე ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს კორუფციის ნიშნები. ვაპირებ დაველაპარაკო საკრებულოს თავმჯდომარეს. ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. მე ვიცი მერიის გამოცხადებული ერთი ტენდერი, რომელშიც ამ კომპანიამ გაიმარჯვა. რაც...
სამშენებლო ნარჩენების უკანონო დაყრასთან დაკავშირებით, საჯარიმო სანქციების გაზრდა იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი უკვე მზად არის. მისივე განცხადებით, ყველაზე დიდ პრობლემებს სამშენებლო ნარჩენები ქმნის, რადგან სამშენებლო ობიექტების მხრიდან ხშირ შემთხვევაში, ნარჩენების განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში არ ხდება. "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გამოყოფილი კონკრეტული ადგილები იმისთვის, რომ სწორედ ამ ადგილებზე...
სოფელ დიდი გონდურიდან პატარა გონდურამდე მისასვლელ გზაზე საყოფაცხოვრებო ნაგავი ყრია. ეს ადგილი მოსახლეობისთვის ღია ნაგავსაყრელს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ9  ავრცელებს. მერიის წარმომადგენლის ოგანეს გრიგორიანის განცხადებით, მათ იციან ამ პრობლემის შესახებ, შესაბამისად, ამ ნაგავსაყრელის დახურვას და ნიადაგის დაფარვას აპირებენ. აღსანიშნავია, რომ ძალაში შევიდა ჯარიმების შესახებ კანონი: ქუჩაში 2 კილოგრამამდე ნარჩენის გადაყრისთვის ჯარიმა 80 ლარი; შენობის ფანჯრიდან გადაყრისას - 100 ლარი; ქუჩაში...
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში მცხოვრები ჯინჭარაძეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. საცხოვრებელი სახლი, სადაც მოხუცები ცხოვრობენ ავტომობილისთვის მიუვალია.  ხელისუფლებამ მოქალაქეების დასახმარებლად მხოლოდ ის გააკეთა, რომ გარესამყაროსთან დასაკავშირებლად მათთვის საფეხმავლო ბილიკი მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. ნამირე ჯინჭარაძე ტელევიზიასთან საუბრისას ამბობს, რომ პრობლემა მაშინ დაიწყო, როდესაც საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, კერძო კომპანიამ ინერტიული მასალის მოპოვება დაიწყო. მაღალი გამავლობის ავტომობილის გადადგილებისთვის გზა აამაღლა და...
წინა სტატია პირველი ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მეორე ნაწილი ამოქმედდა, რაც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას გულისხმობს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ტაქსის ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი, რომელიც უფასო იყო, ძალიან ცოტა მძღოლმა გამოიყენა. "ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება ტაქსების რეფორმაა. პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა რეფორმის მეორე ფაზა, რაც ნებართვის მქონე ტაქსებს A და B კატეგორიებად ყოფს....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ