თიანეთში მეორე ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

910

დაბა თიანეთში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა.

პროექტი მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 468 000 ლარი შეადგინა. საბავშვო ბაღი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 90 აღსაზრდელზე.

2018-2019 წლებში თიანეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშო ბაღი აშენდა სოფელ სიმონიანთხევსა და დაბა თიანეთში, ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ღულელების, სოფელ ჟებოტისა და სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღები.