გარდაბნის მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის რამდენიმე ტენდერს აცხადებს

621

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად 5 ტენდერი გამოაცხადა.

კერძოდ, მერიამ სოფელ ქვიშიანში გზების რეაბილიტაციისთვის სამშენებლო ტენდერი გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ, გზის რკინა-ბეტონით მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში განხორციელდება. ობიექტის სატენდერო ღირებულება 997 660 ლარს შეადგენს.

ორი ტენდერი ეხება სოფელ სააკაძესა და ქვემო თელეთში ახალი, თანამედროვე ტიპის ბაგა-ბაღების მშენებლობას. სოფელ სააკაძის ბაგა-ბაღის მშენებლობისთვის ტენდერით გათვალისწინებული თანხა 689 552 ლარს შეადგენს, ქვემო თელეთის სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 760 036 ლარი გაიწერა.

ასევე, სოფელ ყარათაკლიაში და სართიჭალაში სპორტული მოედნები აშენდება. კომბინირებული სპორტული მოედნების მშენებლობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სატენდერო თანხა ჯამში 180 000 ლარი გაიწერა.