წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველთვის ითვალისწინებდა...
წინა სტატია
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება.
კერძოდ, თბილისის მერიის ინფორმაციით, თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გასვლა აიკრძალება. აქედან გამომდინარე, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება და როგორც კერძო, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება.
ამასთანავე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით...
თბილისის მერიამ საახალწლო ღონისძიებების პროფესიონალური გახმოვანების საკონცერტო აპარატურით მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვედზე არსებული ინფორმაციის თანახმად, წინადადებების მიღება 18 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 100 000 ლარია.
სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელს საჭიროების შემთხვევაში უნდა შეეძლოს ერთდროულად 4 „დიდი ინსტრუმენტული კონცერტი არანაკლებ 40 კვტ. სიმძლავრის“ და 4 „დამატება ინსტრუმენტალური კონცერტისათვის" გახმოვანების აპარატურით მომსახურება, რომლის შესახებაც ინფორმირებული იქნება...
წინა სტატია
ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის მოადგილე ზაზა ფარცვანიამ, რომელიც ფეისბუქ გვერდზე სიძულვილის ენის შემცველ ტექსტებს აქვეყნებდა, 11 ოქტომბერს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფარცვანიამ რამდენიმე დღის წინ გაფრთხილება მაქცია “სირცხვილიას“ მონაწილეების მიმართ დაწერილი შეურაცხმყოფელი პოსტის გამო მიიღო. მოგვიანებით კი შეურაცხმყოფელი კომენტარს თამთა თოდაძეზე გამოაქვეყნა.
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ბათუმის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვის და მერიის ორი მაღალჩინოსნის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ხვალ 11:30 საათზე გამოაცხადებს. ორი სხდომის განმავლობაში მხარეები აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობდნენ.
ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით მოსამართლეს დაკავებულთა ადვოკატებმა მიმართეს და მოქმედ მერთან გაფორმებული ხელშეკრულება წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ზიანი ჩადებული ქონებიდან ანაზღაურდება.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დაინტერესდა, სჭირდებოდა თუ არა მერს შეთანხმების გაფორმებაზე საკრებულოს თანხმობა, ასევე საკმარისია თუ არა...
ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, ერთი კვირაა წყალი არ არის. ადგილობრივები წყალს ჭიდან იღებენ, სასმელს კი ყიდულობენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
პრობლემა ახალი არ არის, სასმელი წყალი მათ ხშირად, რამდენიმე დღის განმავლობაში, პერიოდულად არ მიეწოდებათ, თუმცა ბოლო ერთი კვირა სოფელში წყალი საერთოდ არ მოსულა.
''შვიდი დღეა სოფელში წყალი არ გვაქვს, რომ ვიკითხეთ რატომ, გვითხრეს ნაწილი არის დაზიანებულიო და ველოდებით ახლის ჩამოტანას...
საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 729 600 ადამიანი იყო. 2019 წელს 3 723 500. აქედან ქალაქში ცხოვრობს 2 174 800 (2018), 2 184 300 (2019). სოფელში 2018 წელს ცხოვრობდა 1554 800 ადამიანი, ხოლო 2019 წელს სოფელში მაცხოვრებელთა რიცხოვნობა 1 539 100-ია.
რაც შეეხება დაბადებას, 2017 წელს დაიბადა 53 293 ბავში. 2018 წელს კი შობადობის მაჩვენებელი შემცირდა და 51...
19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალს წელს გახსნის ფრანგული თანამედროვე ცეკვის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მაგი მარენი, თავისი საკულტო დადგმით May B. გარდა ამისა, თბილისს ესტუმრება ცეკვის ამერიკელი ლეგენდა კაროლინ კარლსონი და მისი დასი, წარმოდგენით "სინქრონულობის გზაჯვარედინზე“.
2019 წლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა "ესპანური კულტურის ფოკუსი“, რომელიც ესპანეთის კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების საბჭოსთან (Accion Cultiral...
ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ირწმუნება, რომ ქალაქში არ არის არც ერთი უკანონო მშენებლობა, რომელზეც მერიას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება არ მოუხდენია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
"იმ ინსტრუმენტების ფარგლებში, რომლებშიც მერიას რეაგირება შეუძლია, ყველა ნაბიჯი აქვს გადადგმული. მათ შორის შესაბამის ორგანოებში გაგზავნა მოთხოვნა, დემონტაჟთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ვერ ვღებულობთ იმ დამაკმაყოფილებელ რეაგირებას, რომელსაც ვისურვებდით. მერია არ არის, რაღაც ისეთი სამსახური, რომელიც ყველა...
ქუთაისში 2020 წლიდან შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი პროგრამები დაინერგება, რომლითაც 18 წელს ზემოთ შშმ პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფა მოხდება.
ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომელსაც ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა.
მერიის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტში, შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით, დაინერგება ახალი პროგრამები, მოხდება 18 წელს ზემოთ შშმ პირების პირველადი საჭიროებებით...
სტუდენტებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათების დაწესების ინიციატივით "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაცია გამოდის. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
"ლეიბორისტებმა" საინფორმაციო სახის შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტში გამართეს და განაცხადეს, რომ შეღავათები 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს.
"2020 წლიდან მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური გახდება ტრანსპორტი, ამისთვის კომპანიის შექმნას საკრებულომ მხარი დაუჭირა. რადგან ტრანსპორტი მუნუციპალური იქნება, მერიას შეეძლება დააწესოს შეღავათები, სხვადასხვა სოციალურ კატეგორიაზე, მათ შორის სტუდენტებზე. ეს იქნება შესაძლებელი სტუდენტური ბარათის...
წინა სტატია
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და სწორედ უსახლკაროთა საკითხებზე, მოქალაქეთა ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი.
"ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა და გამოწვევა, სოციალური მოვლენა და მას სჭირდება ადექვატური რეაქცია სახელმწიფოს მხრიდან.
ამისთვის კი საჭიროა გაანალიზდეს და დადგინდეს...
ხულო-გოდერძის გზა, ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღი, იაფი სახლი, რესპუბლიკური საავადმყოფო - აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს და 17 ინფრასტრუქტურული პროექტი გამოფინეს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
"ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აჭარაში, 2012 წლოდან დღემდე, 30 - ზე მეტი პროექტი ან უხარისხოდ, ან კიდევ საერთოდ არ შერულებულა. შედგად კი მათი თქმით, ჯამში 250 მილიონი ლარი წყალში გადაიყარა. პოლიტიკური ოპონენტები...
კრწანისის რაიონში კოტე აფხაზის ქუჩიდან იერუსალიმის მოედნამდე ტროტუარებს ახალი ქვაფენილით აპირკეთებენ.
"ბაზალტის ფილებით 120 კვ.მ სიგრძის ტროტუარი ეწყობა და ბორდიური წესრიგდება. სამუშაოებისათვის გამგეობის ბიუჯეტიდან 18 000 ლარია გამოყოფილი. ტროტუარი ქვაფენილით უკვე მოწესრიგდა იერუსალიმის ქუჩის N6-ის მიმდებარედ", - განაცხადეს რაიონის გამგეობაში.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს დაგეგმილი სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
ისნის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ავლაბარში შვიდი სადარბაზოს რემონტი განახორციელა. მათ შორის, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა აწყურის N4ბ კორპუსის I სადარბაზოში, ლეხ კაჩინსკის ქუჩა N10-ის I, II, III და ქეთევან წამებულის გამზირი N90 კორპუსის II, III, IV სადარბაზოებში.
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღნიშნული პროექტები, ისნის რაიონის გამგეობამ 42 747 ლარით დააფინანსა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ისნის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებით,...
ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროზე რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ცნობით, პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 000 მ სანაპირო ზოლზე შიდა კომუნიკაციების მოწყობას, ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს.
„პროექტი არაერთხელ იქნა ქალაქის საზოგადოების წინაშე საჯაროდ განხილული. მისი მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლისა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































