საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 729 600 ადამიანი იყო. 2019 წელს 3 723 500. აქედან ქალაქში ცხოვრობს 2 174 800 (2018), 2 184 300 (2019). სოფელში 2018 წელს ცხოვრობდა 1554 800 ადამიანი, ხოლო 2019 წელს სოფელში მაცხოვრებელთა რიცხოვნობა 1 539 100-ია.
რაც შეეხება დაბადებას, 2017 წელს დაიბადა 53 293 ბავში. 2018 წელს კი შობადობის მაჩვენებელი შემცირდა და 51 138 შეადგინა. 2017 წელს გარდაიცვალა 47 822 ადამიანი, ხოლო 2018 წელს 46 524, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვალების მაჩვენებელიც შემცირებულია.