თბილისის მერიამ საახალწლო კონცერტის აპარატურით მომსახურების შესყიდვისთვის 100 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

575

თბილისის მერიამ საახალწლო ღონისძიებების პროფესიონალური გახმოვანების საკონცერტო აპარატურით მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვედზე არსებული ინფორმაციის თანახმად, წინადადებების მიღება 18 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 100 000 ლარია.

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელს საჭიროების შემთხვევაში უნდა შეეძლოს ერთდროულად 4 „დიდი ინსტრუმენტული კონცერტი არანაკლებ 40 კვტ. სიმძლავრის“ და 4 „დამატება ინსტრუმენტალური კონცერტისათვის” გახმოვანების აპარატურით მომსახურება, რომლის შესახებაც ინფორმირებული იქნება ღონისძიებამდე (ან/და რეპეტიციამდე) სამი კალენდარული დღით ადრე.

რაც შეეხება მომსახურების მიწოდების ვადებს, მიწოდება მოხდება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად.

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.