კრწანისის რაიონში იერუსალიმის ქუჩაზე ქვაფენილს აწესრიგებენ

920

კრწანისის რაიონში კოტე აფხაზის ქუჩიდან იერუსალიმის მოედნამდე ტროტუარებს ახალი ქვაფენილით აპირკეთებენ.

“ბაზალტის ფილებით 120 კვ.მ სიგრძის ტროტუარი ეწყობა და ბორდიური წესრიგდება. სამუშაოებისათვის გამგეობის ბიუჯეტიდან 18 000 ლარია გამოყოფილი. ტროტუარი ქვაფენილით უკვე მოწესრიგდა იერუსალიმის ქუჩის N6-ის მიმდებარედ”, – განაცხადეს რაიონის გამგეობაში.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს დაგეგმილი სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.