ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ თათბირზე საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა "ნუჟნაია გაზეტას“ ცნობით, სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსად, მანდარინის მეურნეობა "მუხუნჯიას“ ყოფილი დირექტორი, გენრი ტუჟბა დაინიშნა, კულტურისა და განათლების განყოფილების კურატორი გახდა ბესლან ქანთარია, რომელიც ადრე რაიონის განათლების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მისი ძველი თანამდებობა ასიდა ლაცუჟბამ დაიკავა. სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას მარიკა ფიფია...
ხობის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე სამენოვანი, საცნობარო-ტურისტული წიგნისა და რუკა-ბუკლეტის დასაბეჭდად მუნიციპალიტეტის მერიამ 8 500 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. წიგნი 2 000 ტირაჟით უნდა გამოიცეს, რუკა-ბუკლეტი კი 3 000 ცალი დაიბეჭდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტს დიდი რესურსი აქვს განსაკუთრებით კულტურული, ეკო, აგრო და გეო ტურიზმის განსავითარებლად. მასალის გამოცემამ კი, აღნიშნულია, რომ ხელი უნდა შეუწყობს ხობის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციას და...
video
აჭარის ტელევიზია “თვითმმართველობის მიმართულებით” 2020 წლიდან ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მონაწილეობით ბიუჯეტირებაში ჩართვა შეეძლება. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამას ქედის მერია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყებს და ამისათვის 300 000 ლარს გამოყოფს. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა მერიისთვის იმ პროექტების წარდგენას შეძლებს, რომელიც მნიშვნელოვნად მიაჩნია. პროგრამა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდება. რა შესაძლებლობებს აძლევს მოქალაქეებს მონაწილეობითი ბიუჯეტი...
19 ოქტომბერს ჩხოროწყუს დაარსებიდან 90 წლის თავთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ამასთან, სულგუნის დამზადებაში ეროვნული რეკორდის მოხსნა იგეგმება. როგორც რადიო „ათინათს“ ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ უთხრა, 20 კილო სულუგუნის  დამზადებას ადგილობრივი იაგო დარსალია შეეცდება. მერის ინფორმაციით, ღონისძიებას ლიეტუვას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ჩხოროწყუში დღის განმავლობაში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება: 12:00 ქალაქ ჩხოროწყუში გაიმართება საზეიმო მსვლელობა; 12:30...
როგორ სრულდება ნარჩენების მართვის გეგმა გორის მუნიციპალიტეტში და რა ეტაპებია გასავლელი დოკუმენტით გაწერილი ვალდებულებების ფარგლებში? ამ საკითხებს ეხებოდა დღევანდელი დისკუსია, რომელიც ორგანიზაცია "ქართლოსმა" ქართული მედია ჯგუფის პარტნიორობით და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გამართა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. დასკვნით შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები და ის ფოტომასალა, რაც გორის მუნიციპალიტეტში სტიქიურ ნაგავსაყრელებსა და ნარჩენების პრობლემას ასახავს. შეხვედრას გორის მერიის,...
"მარტვილის კანიონის განვითარების პროექტს" განსაკუთრებული მნიშვნელობის, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და ინსპირაციის გაზრდაში შეტანილი წვლილის გამო, ევროსაბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ჯილდო მიენიჭა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმ ზაზა გაგუას ინფორმაციით, ჯილდოზე წარდგენილი იყო ევროპის არაერთი ქვეყნის პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ლანდშაფტების აღდგენაში და შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა, მართვის პროცესში...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, 13 თანამშრომელს უკვე ჩაბარდა გამაფრთხილებელი წერილი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა სპექტრი.გე ავრცელებს. „რეორგანიზაციის მიზანია, მერიამ იმუშაოს ოპერატიულად და მორგებული იყოს მოსახლეობის ინტერესებზე. პროცესი ყველა პროცედურის დაცვით ტარდება. რეორგანიზაცია შეეხო: ფინანსებს, ადმინისტრაციას, აუდიტს და იურიდიულ სამსახურს. 13 თანამშრომლიდან ბოლო ეტაპი ყველას არ შეეხება,“ - ამბობს არჩილ ხანდაშვილი. მისივე თქმით, ზოგიერთ თანამშრომელს ექნება...
ბათუმში, გორგილაძის 116 ნომერში კიდევ ერთ ისტორიულ სახლს ანგრევენ. ბათუმის მერიამ ობიექტის დემონტაჟის უფლება კომპანიას 11 ოქტომბერს მისცა. ამის შესახდებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მანამდე კი, ინვესტორი ორსართულიან სახლს უკანონოდ, საჭირო ნებართვის გარეშე ანგრევდა. 8 ოქტომბერს მერიამ ის გააფრთხილა, 3 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები შეაჩერებინა. 9 დღის შემდეგ  სახლი ეზოში კვლავ მუშაობს მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს დემონტაჟი. რაც შეეხება მშნებლობის ნებართვას, აჭარის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება „შენი იდეა ბათუმს“ - პროექტს ბათუმის მერია დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით მეორე წელია ახორციელებს. პროექტი მოქალაქეების იდეებზეა დამოკიდებული, რომლის განხორციელებისთვის თანხა ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 2020 წლისთვის ბიუჯეტი გაიზარდა და ბათუმელების იდეების დაფინანსებისთვის 500 000 ლარი დაიხარჯება. ასევე სიახლეა ისიც, რომ ერთი პროექტის ღირებულების მინიმალური ზღვარი შეიცვალა,  მოქალაქეებს იდეის განსახორციელებლად მაქსიმალური თანხის 500 000 ლარის მოთხოვნაც შეუძლიათ. ხმის მიცემის შედეგად...
წნორში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 364 350 ლარია, ხუთასი მეტრის მანძილზე ორი ფენა ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სიღნაღის მერიის ცნობით, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ასი ოჯახი ისარგებლებს.
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერიის მიერ აღებული ლითონის საფეხმავლო ხიდები საჭიროების შემთხვევაში თბილისის ცალკეულ ქუჩებზე შესაძლოა, ისევ ააწყონ. როგორც "ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ხიდები, რომლის დემონტაჟიც მერიამ განახორციელა, მუნიციპალიტეტის საწყობში ინახება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, ჯამში 19 ხიდის აღებაა დაგეგმილი, საიდანაც 9 უკვე აღებულია. "ყველა ხიდი დემონტაჟის შემდეგ მიაქვთ მერიის სასაწყობე მეურნეობაში. თბილისში სულ 34 რკინის ხიდია, აქედან წლის ბოლომდე დაგეგმილია 19...
მესტიის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციიღ, დაბა მესტიაში 15 შიდა გზა მოწესრიგდება. ამ ეტაპზე, სამუშაოები ექვს ქუჩაზე მიმდინარეობს. "გზები ისეთ ქუჩებზე იგება, სადაც აქამდე ასფალტო-ბეტონის გზა არასდროს ყოფილა. შიდა გზების მშენებლობისთვის 5 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება", - განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში. https://www.facebook.com/samegrelozemosvanetismxare/videos/509033816554894/ მათივე ინფორმაციით, ახალი გზის დაგება...
წინა სტატია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქუთაისში გუგუნავას 2 კმ-მდე სიგრძის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშააოები ჯავახიშვილის 1.4 კმ-იან, შარტავას 0.3 კმ-იან, ბუხაიძის 0.7 კმ-იან, ნინოშვილის 1.3 კმ-იან და და ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებელ 2.7 კმ-იან ქუჩებზე გრძელდება. პროექტების ჯამური ღირებულება 12 899 400 ლარს შეადგენს. "საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქ. ქუთაისში დამატებით დამატებით 4 ქუჩის...
წინა სტატია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტულ ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.8 მილიონი ლარია. პროექტი მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებს. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია: შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, გათბობა-ვენტილაციის, შიდა და გარე განათების,  ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის...
წნორში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. სიღნაღის მერიაში აცხადებენ, რომ ერთსართულიანი შენობა სასწრაფო დახმარების 3 ჯგუფზე იქნება გათვლილი და მთლიან მუნიციპალიტეტს მოემსახურება. პროექტი ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მასზე 341 367 ლარია გათვალისწინებული. სამშენებლო სამუშაოები 18 სექტემბერს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.
ავტორები: მაგდა პოპიაშვილი; ეკატერინე ბასილაია ევროპის ქვეყნებში საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პოლიტიკასაც ცენტრალური ხელისუფლება განსაზღვრავს, სტანდარტსაც ის ადგენს და მოსახლეობას სერვისსაც თავად აწვდის. თუ სხვა, დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლება, ჰორიზონტალურთან ერთად, ვერტიკალურადაც არის დანაწილებული, ანუ ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებას თავ-თავიანთი მკაფიოდ განსაზღვრული უფლება-მოვალეობები აქვთ, აქ, ჩვენთან, ცენტრალური ხელისუფლება წლიდან წლამდე და უკვე 30 წელია, ძალაუფლების ცენტრიდან თვითმმართველობებზე გადანაწილებას მხოლოდ სამთავრობო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ