გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, 13 თანამშრომელს უკვე ჩაბარდა გამაფრთხილებელი წერილი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა სპექტრი.გე ავრცელებს.
„რეორგანიზაციის მიზანია, მერიამ იმუშაოს ოპერატიულად და მორგებული იყოს მოსახლეობის ინტერესებზე. პროცესი ყველა პროცედურის დაცვით ტარდება. რეორგანიზაცია შეეხო: ფინანსებს, ადმინისტრაციას, აუდიტს და იურიდიულ სამსახურს. 13 თანამშრომლიდან ბოლო ეტაპი ყველას არ შეეხება,“ – ამბობს არჩილ ხანდაშვილი.
მისივე თქმით, ზოგიერთ თანამშრომელს ექნება ალტერნატიული შეთავაზება მობილობის ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ მერიაში რეორგანიზაცია სექტემბერში დაიწყო.