19 ოქტომბერს ჩხოროწყუს დაარსებიდან 90 წლის თავთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ამასთან, სულგუნის დამზადებაში ეროვნული რეკორდის მოხსნა იგეგმება. როგორც რადიო „ათინათს“ ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ უთხრა, 20 კილო სულუგუნის დამზადებას ადგილობრივი იაგო დარსალია შეეცდება.
მერის ინფორმაციით, ღონისძიებას ლიეტუვას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ჩხოროწყუში დღის განმავლობაში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:
12:00 ქალაქ ჩხოროწყუში გაიმართება საზეიმო მსვლელობა;
12:30 ,,კოლხური შემოდგომის” გახსნა;
13:00 საპატიო ჩხოროწყუელების დაჯილდოება;
13:30 ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გახსნა; (ქალაქი ჩხოროწყუ)
13:40 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიასა და ლიეტუას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება;
14:00 ,,დომიხვამით ოდაბადე“ ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმი (მუხური);
14:30 დღის კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით;
15:00 სახალხო სეირნობა;
15:30 რეკორდის მოხსნა სულგუნის დამზადებაში;
17:30 გალა კონცერტი (მონაწილეობენ: სოფო და ბორის ბედიები. კულტურის სახლთან არსებული ბენდი;
ფოტოგამოფენა ისტორიულ მუზეუმში ,,ჩხოროწყუ 90 წლისაა“;
მთელი დღის მანძილზე გაიმართება სპორტული ღონისძიებები;
მოეწყობა ეთნოკუთხეები, წარმოდგენილი იქნება მეგრული სამზარეულო;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ „ჩხოროწყუობა 2019“-ისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 ათასი ლარი გამოყო.