მესტიის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციიღ, დაბა მესტიაში 15 შიდა გზა მოწესრიგდება. ამ ეტაპზე, სამუშაოები ექვს ქუჩაზე მიმდინარეობს.
“გზები ისეთ ქუჩებზე იგება, სადაც აქამდე ასფალტო-ბეტონის გზა არასდროს ყოფილა. შიდა გზების მშენებლობისთვის 5 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება”, – განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
https://www.facebook.com/samegrelozemosvanetismxare/videos/509033816554894/
მათივე ინფორმაციით, ახალი გზის დაგება მიმდინარეობს სოფელ ბეჩოშიც.
“სოფელში არსებული ამორტიზებული გზა გადაადგილებისას პრობლემას ადგილობრივებთან ერთად უშბისკენ მიმავალ ტურისტებსაც უქმნიდა. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ახალი გზა შენდება მულახის ადმინისტრაციულ ერთეულშიც. ის ცენტრალურ გზასთან სოფელ მაჯვდიერს დააკავშირებს. გზის ამ პერიმეტრზეც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივ მოსახლეობა გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.