ხობის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე სამენოვანი, საცნობარო-ტურისტული წიგნისა და რუკა-ბუკლეტის დასაბეჭდად მუნიციპალიტეტის მერიამ 8 500 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. წიგნი 2 000 ტირაჟით უნდა გამოიცეს, რუკა-ბუკლეტი კი 3 000 ცალი დაიბეჭდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტს დიდი რესურსი აქვს განსაკუთრებით კულტურული, ეკო, აგრო და გეო ტურიზმის განსავითარებლად. მასალის გამოცემამ კი, აღნიშნულია, რომ ხელი უნდა შეუწყობს ხობის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციას და ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის ხობის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
ამავე დოკუმენტაციის თანახმად, ტერიტორიაზე სამასამდე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია დაფიქსირებული. მათგან ორ მესამედზე მეტი არქეოლოგიური ტიპისაა. კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ურთის მთის კალთებზე კი ბევრი მღვიმე და გამოქვაბულია. აქვე მდებარეობს კარსტული ტბები პაპანწყვირე და ნაზმახუ. ეს ნაწილი იმ ყველაფრის, რისი ნახვაც ტურისტს ხობში შეუძლია.
პროექტი ხელშეკრულების დადებიდან ოცი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.