საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქუთაისში გუგუნავას 2 კმ-მდე სიგრძის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშააოები ჯავახიშვილის 1.4 კმ-იან, შარტავას 0.3 კმ-იან, ბუხაიძის 0.7 კმ-იან, ნინოშვილის 1.3 კმ-იან და და ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებელ 2.7 კმ-იან ქუჩებზე გრძელდება. პროექტების ჯამური ღირებულება 12 899 400 ლარს შეადგენს.
“საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქ. ქუთაისში დამატებით დამატებით 4 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს, სადაც ამ ეტაპზე საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება აღამაშენებლის 3 კმ-იან, წერეთლის 2.8 კმ-იან, თავისუფლების 1.5 კმ-იან და საიათნოვას 0.3 კმ-იან ქუჩებს. აღნიშნული პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 13.5 მილიონი ლარია.
ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები მოგვარდება, გზით მოსარგებლეებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზებით შეეძლებათ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქ. ქუთაისში სულ 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.