ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის ქ. N4-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა. სახლში ცნობილი ინჟინერი ნ. სლავინსკი ცხოვრობდა, რომელიც ყოფილი ჩელუსკინელების სახელობის, ახლანდელი თამარ მეფის ხიდის...
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო საგზაო მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ. "აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზის ხევში . დღესვე, 23:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან - გია გულუას მოედნამდე და ჯავახეთის...
ბელგიის ქალაქ ანტვერპენის მერია მიდელჰეიმის პარკში გია ყანჩელის ძეგლის დადგმას განიხილავს. მერიას ამ იდეით ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა დაჩი ხასაიამ მიმართა. https://www.facebook.com/photo.php?fbid=2903068603054017&set=a.167995479894690&type=3&theater ხასაიას თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძეგლი აუცილებლად დაიდგმება, თუმცა როგორც თავად ამბობს, პროექტი ჯერ დამუშავების პროცესშია და ძეგლის დადგმამდე ძალიან ბევრი მოსაგვარებელი საკითხია დარჩენილი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლაში ახალი საპირფარეშო ააშენეს მაგრამ, იმის გამო, რომ შენობაში წყალი არ აქვთ, საპირფარეშო დაკეტილია. ახალქალაქის მერი ამბობს, რომ გაზაფხულამდე წყლის პრობლემას ვერ მოაგვარებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ოლავერდის საჯარო სკოლაში, სადაც 98 მოსწავლე სწავლობს, საპირფარეშო მიმდინარე წელს გააკეთეს. სამუშაოებისთვის 40 000 ლარი დაიხარჯა. "ინფორმირებული ვარ პრობლემის შესახებ. წნევა არ აქვს წყალს და სიმაღლეზე ვერ ადის, ამ...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება კურორტ აბასთუმნის ტერიტორიაზე, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამი არასასოფლო მიწის ნაკვეთი, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ელექტრონული აუქციონის წესით, 584 000 ლარად გაიყიდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრეცელებს. 458 000 ლარად შეფასებული 3 482 კვ. მ მიწის ნაკვეთი ერთი ბიჯით 460 000 ლარად გაიყიდა. ასევე, ერთი ბიჯით 76 000 ლარად გაიყიდა 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასიც...
video
ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის მუნიციპალიტეტში შემავალ ტყის მასივში ხანძარს ვერტმფრენის გამოყენებით ებრძვიან. დეფაქტო რესპუბლიკის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ფსხუში 10 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. "ცეცხლი მაღალმთიან ტერიტორიაზე, მიუვალ ადგილებში ვრცელდება, რის გამოც ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ სპეცავიაციის გამოყენებით არის შესაძლებელი“,- იუწყება ე.წ. სახანძრო სამსახური. დეფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ლევ კვიცინია არ გამორიცხავს, რომ დახმარებისთვის რუსეთს მიმართონ.
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვია. ეს გენერალური მდივნის რანგში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია. ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს საქართველოს პრემიერმინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. ასევე, მოხდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023...
წინა სატატია თბილისში, სასტუმრო "რედისონში“, წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრას  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრი, ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებიან. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე, ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა...
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრისა და ორდონიანი ავტოსადგომის მშენებლობა საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ "ქართუს“ მიერ 2018 წელს დაიწყო. ბათუმის მერის ცნობით, პროექტში გათვალისწინებულია დამთვალიერებლისათვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობა, მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი განყოფილება, საინფორმაციო სტენდები, სალარო და სხვა ელემენტები. "უნიკალური და მრავალფეროვანია ბათუმის ბოტანიკური ბაღი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და სპეციფიკით. ძალიან ბევრი ქვეყანა ინატრებდა ასეთი მასშტაბის ბაღს....
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ოთხ მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა. მიმდინარე წელს სტადიონები კეთილმოეწყო წყნეთში ჯავახიშვილის N1-ში და ამილახვრის N21-ში, ასევე, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მე-15 კორპუსთან და ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, განახლდა ორი მოედანი, ორ მისამართზე კი ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმებით, სრულიად ახალი სპორტული მოედანი განთავსდა. ერთ-ერთი დასრულებული სპორტული მოედნის...
თელავში მცხოვრები ახალგაზრდები საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.  მათი თქმით, სწორედ ამის გამო თელავში გამართულ ღონისძიებებში ვერ იღებენ მონაწილეობას. თამთა ყარაულიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცხოვრობს. თუ ქალაქ თელავში თავის მეგობრებთან ერთად საღამოს გატარებას მოინდომებს, სახლში აუცილებლად ტაქსით დაბრუნება მოუწევს. მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქაური ახალგაზრდებისთვის ერთერთი მთავარი პრობლემაა, რადგან სხვადასხვა კულტურული ღონისძიება ქალაქში საღამოობით ტარდება. ,,განათლება და კულტურა ადამიანისთვის...
ავტორი ანი გუგეშაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობებში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდის, მათი პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სამოქალაქო საბჭოები შეიქმნა. სამოქალაქო საბჭოების წევრებმა ზუგდიდსა და ფოთში 60-ზე მეტი, იმერეთის 3 მუნიციპალიტეტში - წყალტუბოში, ტყიბულსა და ქუთაისში 40-ზე მეტი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 4 მუნიციპალიტეტის - ხულოს, ქედას, შუახევისა და ბათუმის 15 დასახლებაში 52 ინფრასტრუქტული პრობლემა/საჭიროება გამოავლინეს. რა არის საბჭოების...
მარნეულის ყოფილი მერი, რომელიც მოქალაქეს შარდით დაბანას აიძულებდა, ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი გახდა,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკოლოზ სარალიძე წერს. https://www.facebook.com/georgian.powerlifting/posts/1277479082414449 ცნობისთვის, თემურ აბაზოვი მარნეულის მერი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გახდა და აღნიშნულ თანამდებობას რვა თვის განმავლობაში იკავებდა. 14 ივნისს პროკურატურამ ბრალი მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი ქმედების გამო წაუყენა. აბოზოვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები...
video
მორიგი სკანდალი ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში. მამამ შვილი კონკურსის გარეშე იმ ორგანიზაციაში დაასაქმა, რომლის ხელმძღვანელიც თავად არის. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.  მედიის ცნობით, დიდაჭარის საბავშვო ბაღში აღმზრდელის პოზიციაზე თამილა ხოზრევანიძე დაინიშნა, რომელიც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, გურამ ხოზრევანიძის შვილია. სულხან მესხიძე მუშაობდა თემაზე, რომელიც ახლა შემოგვიართდება და მხარეთა პოზიციებს გაგვაცნობს. თამილა ხოზრევანიძემ დიდაჭარის საბავშვო ბაღში მუშაობა მამის დახმარებით ორშაბათს...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომლის - გიგა ცეცხლაძის, გენადი ბერიძის, არჩილ მართალიშვილის და ავთანდილ ნემსიწვერიძის საქმესთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. ოთხივე დაკავებულს ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებას ედავება. მათ ქობულეთის სოფლებში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს ინსპექტირება ევალებოდათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების შესახებ იცოდნენ, თუმცა თანხა აიღეს და სანაცვლოდ დარღვევაზე რეაგირება არ მოახდინეს. სამ...
წინა სტატია „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. ამის მიზეზი GWP-ის განცხადება გახდა. ამის შესახებ კომერსანტი წერს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, კომპანიამ სატენდერო კომისიას განცხადებით 31 ოქტომბერს მიმართა, სადაც წერია, რომ ის მიმდინარე წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ გეგმავს. ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე კი GWP მიზანშეწონილად მიიჩნევდა ტენდერის შეწყვეტას. შესაბამისად, სატენდერო კომისიამაც ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობაზე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ