აფხაზეთში 10 ჰექტარზე ტყის მასივი იწვის

626

ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის მუნიციპალიტეტში შემავალ ტყის მასივში ხანძარს ვერტმფრენის გამოყენებით ებრძვიან. დეფაქტო რესპუბლიკის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ფსხუში 10 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.

“ცეცხლი მაღალმთიან ტერიტორიაზე, მიუვალ ადგილებში ვრცელდება, რის გამოც ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ სპეცავიაციის გამოყენებით არის შესაძლებელი“,- იუწყება ე.წ. სახანძრო სამსახური.

დეფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ლევ კვიცინია არ გამორიცხავს, რომ დახმარებისთვის რუსეთს მიმართონ.