კურორტ აბასთუმანში აუქციონზე სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა

789

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

კურორტ აბასთუმნის ტერიტორიაზე, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამი არასასოფლო მიწის ნაკვეთი, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ელექტრონული აუქციონის წესით, 584 000 ლარად გაიყიდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრეცელებს.

458 000 ლარად შეფასებული 3 482 კვ. მ მიწის ნაკვეთი ერთი ბიჯით 460 000 ლარად გაიყიდა. ასევე, ერთი ბიჯით 76 000 ლარად გაიყიდა 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასიც 75 000 ლარი იყო. რაც შეეხება 300 კვ. ასევე არასასოფლო მიწის ნაკვეთს, რომლის საწყისი ფასიც 33 000 ლარი იყო, 15 ბიჯის შემდეგ 48 000 ლარად გაიყიდა.  აღნიშნული არასასოფლო ნაკვეთების ახალი მესაკუთრეების ვინაობა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ორშაბათს, 11 ნოემბერს გახდება ცნობილი.