თბილისში წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს

501

წინა სატატია

თბილისში, სასტუმრო “რედისონში“, წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

შეხვედრას  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრი, ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებიან.

ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე, ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და კურორტის რეაბილიტაციას გეგმავს. ივანიშვილის განცხადებით, ის ამ ობიექტებს საჯარო აუქციონზე შეიძენს.