ბელგიის ქალაქ ანტვერპენის მერია მიდელჰეიმის პარკში გია ყანჩელის ძეგლის დადგმას განიხილავს. მერიას ამ იდეით ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა დაჩი ხასაიამ მიმართა.
დღეს წერილი გავუგზავნე ანტვერპენის მერს, ბატონ ბარტ დე ვევერს თხოვნით, რომ დაიდგას გია ყანჩელის ძეგლი მის საყვარელ მიდელჰეიმის პარკში.
Posted by Dachi Khasaia on ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2019
ხასაიას თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძეგლი აუცილებლად დაიდგმება, თუმცა როგორც თავად ამბობს, პროექტი ჯერ დამუშავების პროცესშია და ძეგლის დადგმამდე ძალიან ბევრი მოსაგვარებელი საკითხია დარჩენილი.