თბილისის მერია უახლოეს დღეებში 100 ახალი ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერს გამოაცხადებს, რომელიც სავარაუდოდ, 8-მეტრიანი ავტობუსები იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ განაცხადა დამატებით 100 ავტობუსის შესყიდვის მიზანია, თითოეულ ხაზზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობა გაიზარდოს, ხოლო მოცდის ინტერვალი შემცირდეს. კალაძის თქმითვე, ახალი ავტობუსები იმ 650 ერთეულ ავტობუსს დაემატება, რომელთა ჩანაცვლების პროცესიც უკვე დაწყებულია.
„ჩვენ გვაქვს რაიონები, უბნები, სადაც...
მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“ მის ხელმძღვანელად კალაძემ რომეო მიქაუტაძე წარადგინა.
„ლევან ჯღარკავა აქამდე იკავებდა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის პოზიციას. მინდა ლევანს წარმატებები ვუსურვო. ლევანი არის ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალი. ის შეცვლის გიორგი ბაგრატიონს, რომელმაც, მოგეხსენებათ დატოვა აღნიშნული თანამდებობა და ამჟამად ხელმძღვანელობს დაცვის პოლიციას. რაც...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხიდისყურისა და საქადაგიანოს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტირებას იწყებს.
როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და შპს „კაპიტალ გრუპ“-ის დირექტორმა, სვეტლანა კოვალენკომ.
მათივე ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ხიდისყურსა და საქადაგიანოში, ამ ეტაპზე, არ ოპერირებს.
„მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. არსებული ჭაბურღილი და რეზერვუარები...
თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური სადგური განახლდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ვარკეთილის ტერიტორიაზე მდებარე არსებული მეტეოროლოგიური სადგური სრულიად განახლდა.
განახლებული სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.
„განახლებული მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის...
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განახლდა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა. პროექტის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.
პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს მომხსენებელი, უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე. ის ცდილობს მაჟორიტარული სისტემის...
“ქართული ოცნება – მრეწველების” ფრაქციიდან პარლამენტის წევრის, სიმონ ნოზაძის თქმით, თუ პროპორციული სისტემის პროექტი ჩავარდება, მრეწველები საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
“იქ არის რამდენიმე კოლეგა, რომლებიც პროპორციული არჩევნების კატეგორიული წინააღმდეგები არიან და მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია. მოულოდნელი კი ჩემთვის უმრავლესობის ერთგვარი მერყეობა აღმოჩნდა,” – ამბობს ნოზაძე.
მისი შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა საჭირო არ იყო, ვინაიდან უმრავლესობის პოზიცია ნათელია და “მე პირადად, პოზიციას არ შევიცვლი”.
მისივე...
პარლამენტის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" დეპუტატებს ხვდებიან და სკანდირებენ: "სირცხვილია". ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დებატებისა და კენჭისყრის პარალელურად გამაფრთხილებელ აქციას მართავენ, რათა დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ ინიციატივას.
აქციაზე უჭირავთ ბანერები წარწერით: "პირობა უნდა შესრულდეს, გადაგვაგდებთ?", "რეფორმა საფრთხეშია", "შეცვალე", “ვერ გადაგვაგდებთ”, "არ გაბედო”. კვლავ ისმის სამოქალაქო პროტესტის ერთგვარი ჰიმნი: "გამოდი გარეთ". სხდომაზე შესულ დეპუტატებს ისინი სტვენითა და შეძახილებით ხვდებიან.
აქციის მონაწილეები ითხოვენ,...
პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია საქართველოს რეგიონებში სპეციალური გამოფენას, მცირე ლექციას – “ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საუკუნის წინ” და ფილმის – “ინიციატივა არ ისჯება” ჩვენებას მართავს.
ამჯერად ორგანიზატორები გამოფენას და ფილმს გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს წარუდგენენ.
გამოფენა ორშაბათს, 21 ნოემბერს, 14:00 საათზე, გორის კომბინატის კულტურის ცენტრში მოეწყობა. აქვე გაიმართება ისტორიკოსების – ირაკლი ხვადაგიანისა და დავით...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახაბერ ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი იმ დეპუტატებს დაემუქრა, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერენ.
“ჩემი პოზიცია უცვლელია. მე ხელიც არ მოვაწერე ამ დოკუმენტს, როდესაც ინიცირება მოხდა, მაგრამ ძალიან ბევრი დეპუტატია, რომელიც არ უჭერს მხარს. დღეს უმრავლესობის შეხვედრაზე იყო მცდელობა ზეწოლის ამ დეპუტატებზე პარტიის თავმჯომარის მხრიდან. მაგალითად დიტო ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა...
უმრავლესობის დეპუტატი დაჩი ბერაია აცხადებს, რომ შესაძლოა მანდატი დატოვოს. ხოლო სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი უმრავლესობის რიგების დატოვებით იმუქრება.
"ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ გუნდური პრინციპები დავიცვათ და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ", -განაცხადა დაჩი ბერაიამ „ქართულ ოცნებაში“ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, შესაძლებელია დატოვოს მანდატი და „აღნიშნულზე მინიშნებები იყო" . კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა დადგეს მისი პარტიიდან გარიცხვის...
ყველაფრისთვის მზად ვართ, თუმცა კატეგორიულად ვიქნები წინააღმდეგი, რომ გარკვეულმა საპირისპირო აზრმა, თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, გავლენა იქონიოს გუნდის ერთობაზე, რადგან ეს გუნდი კიდევ დაგვჭირდება და ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტურადაც ვიმუშავებთ ერთად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრა შედგა მსჯელობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, უმრავლესობის უმრავლესობაა, რომელიც...
შედეგი იქნება მარტივი – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით ან ისეთ ქუჩას მიიღებენ რომელიც არ უნახავთ, – ამის შესახებ თემის კომენტირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გუშინდელი პარლამენტის პლენარული სხდომა შეაფასა.
„არ ვიცი, რა იყო გუშინდელი უნიჭო სპექტაკლის მიზანი, ჩვენი მოკავშირეებისთვის ეჩვენებინათ, რამდენად ძნელია, იყო დემოკრატიულ საქართველოში და დაპირება შეასრულო, თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეჩვენებინათ,...
პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა და, რომელზეც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობდნენ.
ხუნდაძის თქმით, სხდომა საკმაოდ „ცხელი“ იყო.
„ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. მინდა, გითხრათ, ცხელი გამოვიდა სხდომა, რადგან თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
კითხვაზე, რა გადაწყვეტილება მიიღო...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.
მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელი...
ტელეკომპანია "თრიალეთი"
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, დეცენტრალიზაციის აუცილებლობასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ტელეკომპანია "თრიალეთის" სპეციალურ გადაცემაში - "შენი თვითმმართველობა" საუბრობს.
რაჭანიუსი
ავტორი ნატალი ნემსაძე
ონი ერთ-ერთია იმ 10 მუნიციპალიტეტიდან, სადაც 2020 წლიდან მონაწილეობითი ბიუჯეტირების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება, თუმცა, მანამდე ონის მერია მოქალაქეებთან კონსულტაციით ცდილობს, დაგეგმოს საკუთარი ბიუჯეტი. თუ რა პროექტები განხორციელდა და რამდენადაა ჩართული მოსახლეობა წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დაგეგმვაში, ამ შეკითხვებზე ონის მერმა ემზარ საბანიძემ ისაუბრა.
რას ფიქრობთ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შესახებ და ხედავთ თუ არა მისი დანერგვის საჭიროებას?
მოსახლეობიდან უფრო აქტიურად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































