თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური სადგური განახლდა

833

თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური სადგური განახლდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ვარკეთილის ტერიტორიაზე მდებარე არსებული მეტეოროლოგიური სადგური სრულიად განახლდა.

განახლებული სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.

„განახლებული მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას, შექმნის ქალაქის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე მიკროკლიმატური რეჟიმის ობიექტურად შეფასების საშუალებას, სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებას და გავრცელებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.